გასულ წელს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი, 2016 წელთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა. თი-ბი-სი ბანკისა და ISET-ის კვლევის მიხედვით, ჯამში გაყიდული უძრავი ქონების 40.7% თბილისზე მოდიოდა, მას მოსდევს აჭარა 11.6% -ით და კახეთი 9.9%-ით.
წლიურად უძრავი ქონების რეალიზაცია ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა და ზრდამ 34.1% შეადგინა. თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 15.6%-ით გაიზარდა.
უძრავი ქონების გაყიდვების გარიგებები საქართველო რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თბილისი – 39 801 ერთეული და მთლიანი მოცულობის 40%
- აჭარა – 11 471 ერთეული და მთლიანი მოცულობის 11.6%
- კახეთი – 9 790 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9%
- ქვემო ქართლი – 9 188 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.3%
- იმერეთი – 7 260 ერთეული და მთლიანი მოცულობის 7.4%
- მცხეთა-მთიანეთი – 5 163 ერთეული და მთლიანი მოცულობის 5.2%
- თბილისში სამი ყველაზე აქტიური უბანი შემდეგი იყო:
- საბურთალო – 9 995 ერთეული და მთლიანი მოცულობის 25.1%
- ვაკე – 7 282 ერთეული და მთლიანი მოცულობის 18.3%
- სამგორი – 3 994 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9%
კვლევის მიხედვით, თბილისში გასულ წელს 804 ახალი შენობა დასრულდა.
საცხოვრებელი ფართების გასაყიდი ფასი (კვ.მ-ს მიხედვით) თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:
- მთაწმინდა – $1012
- ვაკე – $924
- კრწანისი – $809
- საუბრთალო – $855
- ჩუღურეთი – $756
- დიდუბე – $715
- ისანი- $660
- ნაძალადევი – $568
- გლდანი – $535
- სამგორი – $556
რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების გაქირავებას, ამ შემთხვევაშიც ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და ის კვ.მ-ზე 8.53 დოლარს შეადგენს. მას მოსდევს ვაკე 7.66 დოლარით და საბურთალო 6.83 დოლარით.
დატოვე კომენტარი