თბილისს ორი გრემის მფლობელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვევა

თბილისს ორი გრემის მფლობელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვევა

პირველ მაისს, თბილისს ორი გრემის მფლობელი ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვევა. ზაგმაისტერი თბილისს დიზაინ ფესტივალის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც AD BLACK SEA-ს ინიციატივით იმართება.

კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.

სტეფან ზაგმაისტერი დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, TED-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მიწვეული სპიკერი, ბესტსელერი ავტორი და თანამედროვე დიზაინის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურაა.

ასევე, ზაგმაისტერის ექსპოზიცია “The Happy Show” ნახევარ მილიონზე მეტ ვიზიტორს ითვლის და მსოფლიოში ყველაზე ნახვად გრაფიკული დიზაინის შოუდ იქცა. დიზაინ ინსტიტუტის დახმარებით, Tbilisi Design Festival-ზე, მისი წიგნი Now is Better გაიყიდება და ავტორის ხელმოწერის მოპოვებაც იქნება შესაძლებელი.

საერთაშორისო ფესტივალი, Tbilisi Design Festival, 2024 წლის პირველ მაისს ჩატარდება და მიზნად AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილის შეტანას ისახავს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ, დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს.

თანამედროვე სამყაროში დიზაინი არა მხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. ფესტივალის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დიზაინ-ინდუსტრიის განვითარებას, მის გამრავალფეროვნებას და სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.

Tbilisi Design Festival-ის პარტნიორები არიან: TBC, EPOP, D Block, Stamba, Cellfie, Visa, Borjomi, Qarva, Pepsi, Lays, Elit Electronics, ACER, Maxx Power, Metropol, Dugladze Winery, Biletebi.ge, Multi Performer Agency, Windfor’s Workshops, Design Institute, Tbilisi School of Communications, Zeche, Free University, VA[A]DS.

მედიამხარდამჭერები: Formula TV, მარკეტერი, AT.ge. BMG, Forbes, Hammock

S