თბილისს ორი გრემის მფლობელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვია

თბილისს ორი გრემის მფლობელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვია

პირველ მაისს, თბილისს ორი გრემის მფლობელი ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვია. ზაგმაისტერი თბილისს დიზაინ ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა, რომელიც AD BLACK SEA-ს ინიციატივით გაიმართა.

კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა – როლინგ სტოუნსის ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვა.

სტეფან ზაგმაისტერი დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, TED-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მიწვეული სპიკერი, ბესტსელერი ავტორი და თანამედროვე დიზაინის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ფიგურაა.

ასევე, ზაგმაისტერის ექსპოზიცია “The Happy Show” ნახევარ მილიონზე მეტ ვიზიტორს ითვლის და მსოფლიოში ყველაზე ნახვად გრაფიკული დიზაინის შოუდ იქცა. დიზაინ ინსტიტუტის დახმარებით, Tbilisi Design Festival-ზე, მისი წიგნი Now is Better გაიყიდა და ავტორის ხელმოწერის მოპოვებაც გახდა შესაძლებელი.

საერთაშორისო ფესტივალი, Tbilisi Design Festival, 2024 წლის პირველ მაისს ჩატარდა და მიზნად AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილის შეტანას ისახავდა.

პროგრამამ მოიცვა სხვადასხვა ლექცია-სემინარი, პანელური დისკუსია და ვორკშოპი, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვნენ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს გაეცნენ და საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს.

თანამედროვე სამყაროში დიზაინი არა მხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. ფესტივალის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში დიზაინ-ინდუსტრიის განვითარებას, მის გამრავალფეროვნებას და სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.

Tbilisi Design Festival-ის პარტნიორები: TBC, EPOP, D Block, Stamba, Cellfie, Visa, Borjomi, Qarva, Pepsi, Lays, Elit Electronics, ACER, Maxx Power, Metropol, Dugladze Winery, Biletebi.ge, Multi Performer Agency, Windfor’s Workshops, Design Institute, Tbilisi School of Communications, Zeche, Free University, VA[A]DS.

მედიამხარდამჭერები: Formula TV, მარკეტერი, AT.ge. BMG, Forbes, Hammock

S