გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საქართველო 2020 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე სამოგზაურო მიმართულებს შორის დაასახელა. სიაში, საქართველოს გარდა, დასახელებულია მარაკეში (მაროკო), კამპალა (უგანდა), ლოს-ანჯელესი (აშშ), ბრიუსელი (ბელგია), გლაზგო (შოტლანდია), ტოკიო (იაპონია), ციურიხი (შვეიცარია).
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს დედაქალაქმა “ახალი ბერლინის” სახელწოდების მოპოვება უკვე შეძლო, რადგან ქალაქი გამოირჩევა ხელოვნებით, მოდის პატარა მაგრამ საინტერესო ინდუსტრიით და ანდერგრაუნდ საკლუბო მუსიკით.
ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვანი სტილით, რომლის დაბრუნებაც ქვეყანამ შეძლო საბჭოთა ოკუპაციის დამთავრების შემდეგ. ქალაქში შეხვდებით ნამდვილად კრეატიულ შემოქმედებს, რომლებიც ნებისმიერ მასალაზე მუშაობენ და საინტერესო ნაშრომებს ქმნიან.
შემოქმედებითობა იგრძნობა იმ აგილების და კულტურული სივრცეების დიზაინშიც, რომელიც გვხვდება როგორც დედაქალაქში ასევე მის ფარგლებს გარეთ. საბჭოთა კავშირის დროინდელ შენობებს შეუდარებელი იერსახე აქვთ მიცემული. დღეს ამ შენობებში, მაგალითად საბჭოთა დროინდელ ქარხნებში, სტამბებში განთავსებულია კულტურული და გასართობი ადგილები, მაგალითად კაფე “სტამბა”, კლუბი “ბასიანი”, “Rooms Hotel”, “Fabrika”.
დატოვე კომენტარი