შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს თბილისში პირველი ციფრული დიზაინის ფესტივალი – Touch RGB იმართება. ფესტივალის ფარგლებში 11-დან 14 აპრილამდე, TEC-ის ისტორიულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება OUCHHH-ის მსოფლიოში ცნობილი იმერსიული ინსტალაცია – “THE HUMAN CELL ATLAS”.
წარმოგიდგენთ “ადამიანის უჯრედების ატლასს” – AI მონაცემთა სივრცითი ფერწერის შედეგად შექმნილ ადამიანის უჯრედების ვიზუალიზაციას. ეს არ არის მხოლოდ ხელოვნება; ეს არის პოეტური ისტორია, კაცობრიობის მხატვრული ავტოპორტრეტი, რომელიც დახატულია არა ფუნჯებით, არამედ კოდით და მონაცემების გადამუშავებით.
37,2 ტრილიონი უჯრედის მონაცემის მოგზაურობა, ყველაზე კაშკაშა გონებების გლობალური ალიანსი: ბიოლოგებიდან მათემატიკოსებამდე, ყველანი გაერთიანებულნი არიან ერთი მისიის გარშემო – დახატონ ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის რუკა კაცობრიობის საიდუმლოების ამოსახსნელად.
ამ შედევრმა დაიწყო კოსმოსური მოგზაურობა პიონერული Nova-C დესანტით სახელად “ოდისევსი”, რომელიც გაემგზავრა SpaceX Falcon 9 რაკეტით NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან 15 თებერვალს, 1:05 საათზე. ეს მისია მიზნად ისახავს დასვას პირველი ამერიკული კოსმოსური ხომალდი მთვარის ზედაპირზე 1972 წლის Apollo 17-ის მისიის შემდეგ.
Ouchhh სტუდიამ შექმნა დაახლოებით 75 საჯარო ხელოვნების პროექტი ყველა კონტინენტის მთავარ ქალაქებში, როგორიცაა ტოკიო, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, მეხიკო, სიეტლი, ჩიკაგო, მაიამი, აბუ-დაბი, მილანი, პარიზი, მელბურნი, შანხაი, პეკინი, ვაშინგტონი, მონრეალი, სან-პაულუ, სეული, რომი, ჰონგ-კონგი, ჯაკარტა, სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, ბერლინი, დუბაი და ა.შ.
OUCHHH სტუდიის ნამუშევრებმა მიიღო მრავალი აღიარება და ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიცაა Reddot design Best of the Awards, German Design Award, Iconic Best of the Best Award, MUSE Awards (აშშ) მე-10 წლიური IDA Awards (The International Design Awards) LA, Asia Design Award (სეული) და ADC Awards (The Art Directors Club) NY, CODAwards, AVIXA Awards (ლას-ვეგასი)
სტუმრებისთვის გამოფენაზე დასწრება 11 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ბილეთების გაყიდვა დაწყებულია: tkt.ge/HCA
S