საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის თებერვალში საქართველოს საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 23%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3.5%-ით.
გასული წლის თებერვალში 216 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის თებერვალში 167 მილიონი დოლარის. ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში ექსპორტი 26%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2%-ით.
2015 წლის იანვარ-თებერვლის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 786 მილიონი დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 23 მარტს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი