ეროვნული ბანკის ინფორმაციით მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 90 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 მლნ ლარით მეტია გასული წლის თებერვლის მაჩვენებელზე. თებერვალში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 11 მლნ ლარი გადაიხადეს.
თებერვალში ბანკების შემოსავლებმა 300 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 239 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 61 მლნ ლარი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება 159 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-თებერვლის მოგებაზე 16 მლნ ლარით (11%-ით) მეტია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში
დატოვე კომენტარი