2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 21 მილიონი ლარით შემცირდა. 2015 წლის თებერვალთან შედარებით, 2016 წლის თებერვალში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 359 მილიონი ლარითაა შემცირებული.
უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 2016 წლის თებერვალში 44 მილიონი დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 700 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 72.6% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.7% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11.5 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.4 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2016 წლის პირველი მარტის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.6%-ია, ერთი წლის წინ 4.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.3%-ია, ერთი წლის წინ 7.4% იყო.
დატოვე კომენტარი