საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის თებერვალში, 2017 წლის თებერვალთან შედარებით, 20 მლნ დოლარით (21%-ით) გაიზარდა. თებერვალში სულ 114 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თებერვლის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს თებერვალში საქართველოში 114 მლნ და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.
თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 18 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 3.4 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის თებერვლის მაჩვენებელზე.
იანვარ-თებერვალში, ჯამში, 224 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 26%-ით (46 მლნ დოლარით) მეტია.
თებერვალში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ისრაელიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | იანვარი, 2017 | იანვარი, 2018 | ზრდა |
ისრაელი | 7.6 | 11.8 | 4.2 |
იტალია | 9.9 | 14.1 | 4.2 |
საბერძნეთი | 10.1 | 13.4 | 3.3 |
რუსეთი | 30.3 | 33.4 | 3.1 |
თურქეთი | 7.6 | 9.9 | 2.3 |
წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი