საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2016 თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით ფულადი გზავნილები 2 მილიონი დოლარით (2.6%-ით) შემცირდა. 2014 წლის თებერვალთან შედარებით კი 25 მილიონი დოლარით არის შემცირებული. იანვარში სულ 80 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გზავნილები სულ 11 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
თებერვალში საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან და საბერძნეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 3.1 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო საბერძნეთიდან 4.4 მილიონი დოლარით. 1.7 მილიონი დოლარით გაიზარდა გზავნილები აშშ-დან და ისრაელიდან.
დატოვე კომენტარი