უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები კლებას განაგრძობს. 2015 წლის თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით ფულადი გზავნილები 22.7 მილიონი დოლარით (22%-ით) შემცირდა. იანვარ-თებერვალში კი შემცირება 46 მილიონ დოლარამდეა (22.5%).
უცხოეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ზირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 22.4 მილიონი დოლარით შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებზეა საბერძნეთი და უკრაინა, საბერძნეთიდან 2.5 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო უკრაინიდან 1.4 მილიონი დოლარით.
უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 5 თვეში გზავნილები 113 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
დატოვე კომენტარი