საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით (100 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
62.2 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილებით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა – მისი წილი მთლიან მოცულობაში 22.8%-ს შეადგენს, თუმცა გადმორიცხვები წლიურად 66.8%-ითაა შემცირებული.
ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული და გადმორიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი ამგვარია:
- რუსეთი – 6.2 მლნ აშშ დოლარი (-66.8%);
- იტალია – 44 მლნ აშშ დოლარი (13%);
- აშშ – 41.2 მლნ აშშ დოლარი (35.3%);
- ისრაელი – 20.4 მლნ აშშ დოლარი (24.5%);
- საბერძნეთი – 19 მლნ აშშ დოლარი (9.3%);
- გერმანია – 18.1 მლნ აშშ დოლარი (23.4%);
- ყაზახეთი – 10.6 მლნ აშშ დოლარი (17.8%);
- თურქეთი – 7.7 მლნ აშშ დოლარი (-11.7%);
- ესპანეთი – 5 მლნ აშშ დოლარი (16.3%);
- ირლანდია – 4.6 მლნ აშშ დოლარი (61.2%).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 29 მლნ აშშ დოლარი (77 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის თებერვლის (27.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.