საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.3%-ით გაძვირდა.
თებერვალში ფასების ზრდა ძირითადად თამბაქოს 13%-ით გაძვირებამ განაპირობა. 4.6%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (16.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 2.9%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 11.1%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: ფასების ზრდის ინდექსი. საბაზო წელი 2012.
დატოვე კომენტარი