საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის თებერვალში, 2016 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4.4%-ით გაიზარდა. იანვარში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა.
2016 წელს საქათველოს ეკონომიკა ჯამში 2.7%-ით გაიზარდა. 2017 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება.
დატოვე კომენტარი