საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის თებერვალში, 2016 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 13%-ით (20 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 14%-ით (71.4 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვლის ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებითაც (11.7 მლნ დოლარით), თუმცა 37 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის თებერვლის ექსპორტს.
2017 წლის თებერვალში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 179 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 591 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 412 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის თებერვლის უარყოფით ბალანსზე 51 მლნ დოლარით მეტია.
ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში ექსპორტი 27%-ით (75 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 15%-ით (137 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 მარტს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი