მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 496 მლნ ლარით შემცირდა და 15 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ვალის შემცირება ლარის გამყარებამ განაპირობა. თებერვალში დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 8 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 536 მლნ ლარით შემცირდა. თებერვალში საშინაო სახელმწიფო ვალი 40 მლნ ლარით გაიზარდა.
28 თებერვლის მდგომარეობით, საგარეო სახელმწიფო ვალი 11 772 მლნ ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 32 587 მლნ ლარია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.
დატოვე კომენტარი