Dentons-ის მთავარი მრჩეველი და “სილქნეტის“ საბჭოს წევრი თედ ჯონასი მიიჩნევს, რომ შეცდომაა საქართველოში ე.წ მასტურიზმის ეკონომიკა გაიხსნას მალე. როგორც Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას განაცხადა, მას ესმის რატომაც სურს მთავრობას თავდაპირველად გახსნას ტურიზმის სექტორი.
“მე მესმის რატომაც სურს მთავრობას, რომ თავდაპირველად გახსნას ტურიზმის სექტორი, ვინაიდან უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებში. ასე რომ მთავრობის აზრით, ლოგიკურად საუკეთესო გზა ბევრი ხალხი დაუბრუნდეს სამსახურს და ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოვიდეს, არის მასობრივი ტურიზმის ეკონომიკის გახსნა. ვფიქრობ ეს შეცდომაა. ვფიქრობ შეცდომაა რომ მასობრივი ტურიზმის ეკონომიკა შეიძლება გაიხსნას მალე. მჯერა, რომ ისინი მართლები არიან, და აბსოლუტურად წინდახედულები არიან, როდესაც აქცენტს აკეთებენ ე.წ კორიდორებზე“, – აღნიშნა ჯონასმა.
მისივე თქმით, საქართველომ იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რომელიც არ უკავშირდება რუსეთიდან, ან ირანიდან თუ დუბაიდან მასობრივად ტურისტების ჩამოსვლას.
“ვფიქრობ, ამის ნაცვლად მათ აქცენტი უნდა გააკეთონ ტურიზმის ორ ბაზარზე: კონფერენციების ბიზნესზე (Convention business), ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა – დიდი სასტუმროები და ა.შ. თუმცა, კიდევ უფრო მეტად საქართველომ უნდა მოახდინოს ფოკუსირება მდგრად ტურიზმზე, რომელიც ორიენტირებულია ლაშქრობებზე, ეკოტურიზმზე, საკვებზე, ღვინის ტურიზმზე, კემპინგსა და სათხილამურო ტურიზმზე, კულტურულ ტურიზმზე. შემეცნებითი ტურიზმზე. ტურისტი ამ მიმართულებით უფრო მეტ თანხას ხარჯავს და რჩება უფრო დიდხანს. ამ სახის ტურიზმს არ სჭირდება ასევე მასობრივი გადაადგილება“, – აღნიშნა თედ ჯონასმა.
დატოვე კომენტარი