ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ირანი რუსეთისათვის რამდენიმე ასეული დრონის მისაწოდებლად ემზადება. მათი ნაწილის გამოყენება საბრძოლო მიზნებისთვის, კერძოდ კი იარაღის გადასატანად არის შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განუცხადა.
სალივანის ინფორმაციით, ირანი აღნიშნული დრონების გადაცემასთან ერთად რუსი სამხედროებისათვის მათი გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარებასაც გეგმავს.
ჯეიკ სალივანის განმარტებით, გავრცელებული სიახლე იმის მიმანიშნებელია, რომ რუსეთმა უკრაინაში საკუთარი შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე დაკარგა და ახლა არსენალის შევსებას პარტნიორების დახმარებით ცდილობს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, საუბარია ირანულ დრონებზე, რომელსაც იემენში ჰუსიტები საუდის არაბეთის პოზიციებზე იერიშის განსახორციელებლად იყენებდნენ.
დატოვე კომენტარი