თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეველოპერულმა კომპანია თეთრმა კვადრატმა, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური პროექტებით ველოქს კაპიტალ ედვაიზორსის დახმარებით, წარმატებით განათავსა 1 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ახალი ფინანსური ინსტრუმენტი. მოზიდული სახსრები მოხმარდება თეთრი კვადრატის პრემიული ხაზის პროექტს ფილიგრინს, რომლის მშენებლობაც თბილისში გიორგი დანელიას ქუჩის #12-ში მიმდინარეობს. 2-წლიანი სინდიცირებული კრედიტი, რომლის ძირის დაფარვაც პერიოდის ბოლოსაა გათვალისწინებული კომპანიას მისცემს მეტ მოქნილობას ფულადი ნაკადები მოახმაროს სამშენებლო ტემპის აქსელერაციას და სწრაფად დაასრულოს პროექტი. სიახლეს წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრულ ფასად ბინების შეძენის ოფცია, რომელიც ფინანსური ინსტრუმენტის შემადგენელი ნაწილია და საშუალებას აძლევს ინვესტორს კიდევ უფრო მეტად გაზარდოს საკუთარი ამონაგები.
„მოხარულები ვართ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გამოვუშვით ახალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც ინვესტორები დიდი ინტერესით შეხვდნენ. დაფინანსებაზე წვდომა კვლავ რჩება საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, შესაბამისად მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს დაფინანსების ახალი წყაროები ავითვისოთ და ფულადი ნაკადების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. ეს კი, თავისთავად, დადებითად აისახება პროექტების მშენებლობის ტემპზე“ – განაცხადა თეთრი კვადრატის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ.
პროექტი ფილიგრინი პრემიული ხაზის მცირე ზომის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 80 ბინას, დაახლოებით 2,000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, საცურაო აუზს, ჩოგბურთის კორტებს, სტადიონს და ფიტნესს მოიცავს. პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია და მისი დასრულება დაგეგმილია მომავალი წლის მაისში.
„ძალიან სასიხარულოა, რომ მოგვეცა საშუალება თეთრ კვადრატთან ერთად უძრავი ქონების ბაზარზე გამოგვეშვა ახალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ინვესტორებს თავისუფალი სახსრები მომგებიანად დააბანდონ უძრავი ქონების დეველოპმენტში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სექტორია. აღნიშნული ტიპის ფინანსური ინსტრუმენტით ბაზარზე ჩნდება ინვესტორთა ფულის დაბანდების ალტერნატიული საშუალება, რაც დადებით ზეგავლენას იქონიებს ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე“ – განაცხადა ველოქს კაპიტალ ედვაიზორს-ის დირექტორმა რამაზ კუკულაძემ.
თეთრი კვადრატი საქართველოში წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც მართავს უძრავი ქონების სექტორში 13 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი. ამ გუნდის აქტივშია არაერთი წარმატებული დეველოპერული პროექტი ქვეყნის მასშტაბით. თეთრი კვადრატი ცნობილია, როგორც კომპანია, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის კომფორტული და თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისი მდგრადი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი გარემოს შექმნისკენ. ამჟამად თეთრი კვადრატის ბრენდის ქვეშ თბილისის მასშტაბით 6 საცხოვრებელი პროექტი ხორციელდება.
ველოქს კაპიტალ ედვაიზორს ფინანსურ სექტორში წარმატებული მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ დაფუძნებული ბუტიკური საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს მათ მოთხოვნილებებზე მორგებულ ისეთ სერვისებს, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, დაფინანსების მოზიდვა, რისკების მართვა და ფინანსური მოდელირება. კომპანიის მიდგომა სცილდება ტრადიციულ საკონსულტაციო მომსახურებას და ეფუძნება კლიენტის მოთხოვნილებების დეტალური ანალიზის საფუძველზე კონკრეტულ კლიენტზე და მის საჭიროებებზე მორგებული რჩევების, კონსულტაციების და სტრატეგიის შემუშავებას. S