თიბისი ბანკის გადახდების კომპანია Payme უზბეკეთში 1,8 მლნ მომხმარებელს ემსახურება. როგორც ბანკის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, Payme-ის მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.
“ჩვენ გავდივართ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვმუშაობთ ეკოსისტემების განვითარებაზე, აქედან გამომდინარე, ვქმნით ისეთ სისტემებს, რომ კარგად გავაანალიზოთ პოტენციური რისკები და ბოლოს დადებითი შედეგი მივიღოთ“, – აღნიშნა თიბისი ბანკის რისკების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო მასურაშვილმა Forbes-თან ინტერვიუში, – “ჩვენი აპეტიტი იმის მიხედვით უნდა ვმართოთ, თუ როგორი სურათის ნაწილია კონკრეტული რისკი”.
თიბისი ბანკმა უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია 2019 წელს მოიპოვა. საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას ბანკი 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.
დატოვე კომენტარი