“თიბისი ბანკმა“ და OPEC-ის ფონდმა ხელი მოაწერეს $50 მლნ ოდენობის სასესხო შეთანხმებას. სამწლიანი სესხი უპირველესად “თიბისი ბანკის“ მომხმარებლების საერთაშორისო სავაჭრო აქტიურობის დაფინანსებას მოხმარდება.
“თიბისი ბანკს“ და OPEC-ის ფონდს დიდხნიანი პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან. 2012 წელს OPEC-ის ფონდმა “თიბისი ბანკისთვის“ $10 მლნ საფინანსო სესხის გაცემა განახორციელა. 2017 წელს კი ფონდმა მონაწილეობა მიიღო $25 მლნ-იანი სესხის უზრუნველყოფაში, რომელიც ნიდერლანდების განვითარების ბანკის მიერ იყო განხორციელებული საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდასაჭერად.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით მსგავსი წარმატებული პარტნიორობა OPEC-ის ფონდთან. ახალი შესაძლებლობით კი “თიბისი ბანკი“ გააგრძელებს უფრო აქტიურად ადგილობრივი ბიზნესების მხადაჭერას, რათა მათ გააფართოვონ საიმპორტო და საექსპორტო ნაბიჯები და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა “თიბისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თავის მხრივ OPEC-ის ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკისთვის და არსებითია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
დატოვე კომენტარი