T-POS-ი არის გადახდის აპლიკაცია ანდროიდ მოწყობილობებისთვის, რომელიც ბიზნესებისთვის პოსტერმინალის ფუნქციას შეასრულებს. T-POS-ი ბიზნესებს საშუალებას მისცემს უნაღდო გადახდები მობილური ტელეფონით მიიღონ.
პროდუქტი შექმნილია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ სივრცეში ვაჭრობენ ან სთავაზობენ მომსახურებას მომხმარებლებს, და ტერმინალის ფლობა მათთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ აღნიშნულმა მეწარმეებმა ბარათით გადახდების მიღება და შემოსავლის გაზრდა შეძლონ, თიბისიმ მათ ტერმინალის ალტერნატივა შესთავაზა. აპლიკაციის გამოყენება ასევე შეუძლიათ მსხვილ და საკურიერო კომპანიებს.
თიბისი ბანკში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს, შეუძლია ონლაინ შეავსოს განაცხადი, Google Play Store-იდან უფასოდ გადმოწეროს აპლიკაცია T-POS და მარტივად მიიღოს გადახდები. აპლიკაციაში გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის VISA და Mastercard ბარათით ან ელექტრონული საფულის საშუალებით.
“თიბისის აპლიკაცია T-POS-ი ბიზნესების ცხოვრების გამარტივებისთვის შეიქმნა. პროდუქტი Mastercard-ის მხარდაჭერით განვავითარეთ და მას აქვს სტანდარტული პოს ტერმინალის ფუნქციონალი. მივიჩნევთ, რომ ასეთი გადაწყვეტა ბიზნესებს მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაშიც დაეხმარება, რადგან დღეს მათი უდიდესი ნაწილი, უნაღდო ანგარიშსწორებას ანიჭებს უპირატესობას,“ – განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა.
თიბისი და Mastercard-ი ბიზნესებს T-POS-ით საბარათე გადახდების მიღებაზე, სპეციალურ საშეღავათო პირობას სთავაზობენ, რაც აპლიკაციაში Mastercard-ის ბარათებით გადახდის მიღებისას ნულოვან საკომისიოს გულისხმობს. აღნიშნული შეღავათი ძალაშია 2023 წლის 31 მაისამდე. უფრო მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://tbcpayments.ge/details/pos/tpos
დატოვე კომენტარი