თიბისი ჯგუფის ტექგუნდმა AWS Game Day-ზე მონაწილეობა მიიღო

თიბისი ჯგუფის ტექგუნდმა AWS Game Day-ზე მონაწილეობა მიიღო

თიბისი ჯგუფის ტექგუნდი გვიზიარებს მიღებულ გამოცდილებას ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ზე. GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

“თიბისიში დაგროვებული გამოცდილება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის ღირებული აღმოჩნდა, რადგან მრავალფეროვან და ბევრ ტექნოლოგიასთან გვიწევს შეხება ყოველდღიურად. ამ დონის შეჯიბრზე პირველად გავედით, ამიტომ მიღებული შედეგი მისაღებია. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიღებული გამოცდილება, თუნდაც გუნდური მუშაობის კუთხით, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება”. – საბა საყვარელიძე, თიბისის CloudOps ინჟინერი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში ტექკომუნის გაძლიერება და საკუთარი თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. S