თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის“ ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.
პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.
წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრი გახდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, თიბისი ბანკის აქციების მფლობელი გახდები.
პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავებ.
ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებებზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. ვებინარზე დასასწრებად, დარეგისტრირდი.
პროექტის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავთ აქ.
გაიცანი „კემპის“ შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში:
„კემპი თიბისისთვის და თიბისი კაპიტალისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები, ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან. მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. პროგრამის შარშანდელი ნაკადის გამარჯვებულები, უკვე 1 წელია თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.