თიბისი კონცეპტი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მთავარი მხარდამჭერია. რიგით მე-15-ე ჯაზფესტივალი, 12-14 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართება. ფესტივალის სამივე დღეს კარი გაიღება 20:00 საათზე, კონცერტები კი 21:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან. წელს ჯაზფესტივალს სტუმრობენ:
- 12 აგვისტო – „ბორის ბენდ კომბინეიშენი“ (Boris Band Combination)
„ნექსთ მუვმენთ“ (The Next Moovement )
- 13 აგვისტო – ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“ (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience)
- 14 აგვისტო – ქენდი დალფერი და მისი ბენდი (Candy Dulfer & Band)
თიბისისთვის მნიშვნელოვანია მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით, მრავალი პროექტის ავტორი თუ მხარდამჭერი გახდა არსებობის 30 წლის მანძილზე. თიბისი 2011 წლიდან სტაბილურად თანამშრომლობს ჯაზფესტივალთან. ფესტივალი დამსწრე საზოგადოებას საშუალებას აძლევს, ისიამოვნონ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისა და მომღერლების შემოქმედებებით.
თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.
ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს: https://link.tbc.ge/BlackSeaJazzFestival2022_Forbes
დატოვე კომენტარი