თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, სტუმრებს ერთდროულად მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. ისტორიული შენობის პირველი სართული კოლექციას ეთმობა, სადაც ქართული და უცხოური გამორჩეული ბრენდების პროდუქტია წარმოდგენილი.
24 დეკემბერს, 16:00 საათზე, თიბისი კონცეპტის და „აფლელუ პარიზის“ თანამშრომლობის ფარგლებში, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე მულტიფუნქციური სივრცე, იტალიური ბრენდების Marni-ის და Retrosuperfuture-ის ხელნაკეთი სათვალეების ექსკლუზიური კოლექციის წარდგენას უმასპინძლებს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ თიბისი კონცეპტ ბარათით გადახდისას, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაიბრუნოს გადახდილი თანხის 15%.
იტალიური ბრენდის Marni მზის სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია მხოლოდ თიბისი კონცეპტის მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი. Marni-ის 2022-23 წლის კოლექცია ეკლექტიკური სტილით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ეს კოლექცია აერთიანებს რვა ახალი სათვალის ფორმას, თანამედროვე სილუეტებით, რომელიც მომხმარებლისთვის არა მხოლოდ კომფორტული, არამედ განსხვავებული და გამორჩეულიც იქნება.
Retrosuperfuture ხელნაკეთი სათვალეების იტალიური ბრენდია, რომელიც პირველად ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. ბრენდი გამოირჩევა თანამედროვე, გამბედავი და შემოქმედებითი დიზაინით. მისი მაღალი ხარისხი განპირობებულია ლინზის ცნობილ მწარმოებელ კომპანიებთან Zeiss-თან და Barberini-თან თანამშრომლობით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თიბისი კონცეპტის მაღაზიაში სათვალის შეძენისას, მომხმარებელი დამატებით მიიღებს სასაჩუქრე ბარათს, რაც შესაძლებლობას მისცემს „აფლელუს“ მაღაზიაში ამავე ბრენდის სასურველი სათვალე შეარჩიოს.
„აფლელუ პარიზის“ სათვალეების ქსელი მსოფლიოს 19 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში კი პირველი მაღაზია 2021 წელს გაიხსნა, სადაც გარდა „აფლელუს“ ბრენდის პროდუქციისა, მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების უახლესი კოლექციებია წარმოდგენილი.
დატოვე კომენტარი
Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?