ხვალიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება, აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად კომპანია „თელმიკო“ მოემსახურება.
იმისათვის რომ გავუმარტივოთ მომხმარებლებს ეს ცვლილება, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის სისტემაში ახალი სერვისი დაემატა – თელმიკოს ელ. ენერგია. მათ ამ ახალ სერვისზე ელექტროენერგიის გადახდის შაბლონები, იგივე აბონენტის ნომრით ავტომატურად გამოუჩნდებათ მობაილ და ინტერნეტბანკის კომუნალური გადახდებში.
მომხმარებლებმა 1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება „თელასის“ სერვისის გამოყენებით უნდა დაფარონ, ხოლო 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღნიშნული ახალი სერვისის საშუალებით უნდა განახორციელონ.
ხოლო მათ, ვისაც ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა ავტომატურ გადარიცხვებში ჰქონდა დამატებული, თელმიკოს ელ. ენეგრიის გადახდის დავალება ახლიდან უნდა შექმნან არსებული აბონენტის ნომრით.
„თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება არ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე. კომპანია “თელმიკოსთან” დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: +995 32 5 000 777.
დატოვე კომენტარი