გუშინ კონცეპტის სივრცემ თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსიას უმასპინძლა, სადაც მთავარი სპიკერები ბიზნეს-კონსულტანტი ანდრო დგებუაძე და „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე იყვნენ.
შეხვედრის მთავარი თემა მომხმარებლის გემოვნება იყო, რა გზას გადის და ეცვლება თუ არა მომხმარებელს გემოვნება დროთა განმავლობაში, რა სახეს მიიღებს ის მომავალში და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ ბიზნესს, როგორ შეიცვლება ბაზარი.
შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის გაიმართა, კოვიდ რეგულაციების გამო დამსწრეთა ადგილები შეზღუდული იყო.
თიბისის ბიზნეს კლუბი არის სივრცე, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა, ბიზნეს კლუბი მის წევრებს აწვდის საჭირო ინფორმაციას, აძლევს ცოდნის გაღრმავების საშუალებას, მართავს დისკუსიებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან თემებზე.
ამას გარდა, ბიზნეს კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს ბიზნესსაუბრებს, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები განიხილავენ მათთვის აქტუალურ საკითხებს.
დატოვე კომენტარი