თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“ იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.
მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს. წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.
- როგორ დავიწყო სტარტაპი – შოთა გიორგობიანი
- როგორ დავგეგმოთ mvp – ლაშა ყანჩაველი
- როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს – დავით ჩეჩელაშვილი
- სტარტაპის ბიზნეს მოდელი – თორნიკე ჩხაიძე
- მდგრადი განვითარება – ოთო ბერიშვილი
- სტარტაპის ფინანსების მართვა – შალვა ახრახაძე
- ბრენდი და კომუნიკაცია – ნინო ეგაძე
- მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში – ნიკა გვახარია
- ინვესტიციების მოზიდვა – დავით ჩიხლაძე
სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.
სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course
დატოვე კომენტარი