თურქეთი „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ECO) წევრ ქვეყნებს საჭირო ნაბიჯების რაც შეიძლება მალე გადადგმისკენ მოუწოდებს. ECO-ს ლიდერთა ვირტუალურ სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სავაჭრო შეთანხმება (ECOTA), რომელიც 17 წლის წინ ამოქმედდა, დროის დაკარგვის გარეშე უნდა განხორციელდეს.
თურქეთი ევრაზიის პოლიტიკური და ეკონომიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია ირანთან და პაკისტანთან ერთად, რომელიც 1985 წელს შეიქმნა. 1992 წელს მათ დაემატა ავღანეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
საერთო ჯამში ECO დაახლოებით 400 მლნ ადამიანს მოიცავს და ფარავს 8 მილიონი კვ/კმ ფართობის ტერიტორიას.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ძირითადად ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობენ.
დატოვე კომენტარი