თურქეთის ჩრდილოდასავლეთ პროვინცია ბილეჯიკში ოქროს მარაგები აღმოაჩინეს

თურქეთის ჩრდილოდასავლეთ პროვინცია ბილეჯიკში ოქროს მარაგები აღმოაჩინეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, საუბარია დაახლოებით 3.5 მილიონ უნცია ოქროზე, რომელიც $6 მილიარდადაა შეფასებული.

ოქრო კომპანია Gübretaş-ის კუთვნილი საბადოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. კომპანიის თავმჯდომარე ფაჰრეტინ პოირაზი აცხადებს, რომ დაახლოებით 1.92 მლნ უნცია ოქრო უკვე მოპოვებისთვის მზადაა.

“წინასწარი მონაცემებით, 1.6 მლნ უნცია ოქრო შესაძლოა რომ 83%ით გადავაქციოთ რეზერვად“, – განაცხადა პოირაზმა.

მისივე თქმით, ოქროს მოპოვების პირველი სამუშაოები მომდევნო ორ წელიწადში ჩატარდება, რაც თურქეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შენატანი იქნება.