თურქეთის ისტორიაში პირველად ქარი ელექტროენერგიის უდიდესი წყარო გახდა

თურქეთის ისტორიაში პირველად ქარი ელექტროენერგიის უდიდესი წყარო გახდა

თურქეთის ელექტროგადამცემი კორპორაციის (TEIAŞ) ცნობით, 28 ნოემბერს ქარის ენერგია ქვეყნის ისტორიაში პირველად გახდა ელექტროენერგიის წარმოების უდიდესი წყარო დაახლოებით 23%–იანი წილით.

ელექტროენერგიის ჯამური 791794 მგვტ დღიური გამომუშავებიდან ქარის ელექტროსადგურებმა 178964 მეგავატ/სთ. გამოიმუშავეს.

თურქეთის ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა ქარის სიმძლავრეებმა 10585 მეგავატს მიაღწია, რაც ჰიდროენერგეტიკის შემდეგ განახლებადი ენერგიის სიდიდით მეორე სიმძლავრეა.

11 ნოემბერს, ქარის ენერგიისგან ელექტროენერგიის წარმოებამ ყოველდღიურ რეკორდს მიაღწია, მთლიანი ენერგიის 20.1%–ის გამომუშავებით.

თურქეთმა თავისი ენერგომომარაგების უსაფრთხოება პრიორიტეტულ მიმართულებად  მიიჩნია, შესაბამისად, მუდმივად ზრდის ინვესტიციების მოცულობას განახლებადი ენერგიის სექტორში. ამასთან საინტერესოა, რომ ენერგეტიკული სექტორი თურქეთში საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ელექტროენერგიის მისაღებად სხვადასხვა განახლებადი წყაროს ათვისება მიმდინარეობს.

თურქეთის ქარის სიმძლავრეებისა და აღჭურვილობის წარმოება იმდენად გაიზარდა, რომ ის მსოფლიოში 10 უმსხვილეს ბაზარს შორის ერთ-ერთია. ის გასულ წელს მეხუთე უმსხვილესი აღჭურვილობის მწარმოებელი გახდა ევროპაში და ეს პროდუქცია უკვე მსოფლიოს 45 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.

საინტერესოა, რომ თურქეთი ევროპის ხუთეულში მოხვდა, რომელმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია მოახდინა ქარის ენერგიაში. WindEurope-ის თანახმად, გასულ წელს თურქეთმა მხოლოდ ქარის ენერგიაში 1 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

 

ილუსტრაცია: Daily Sabah – Büşra Öztürk

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *