2022 წლის ბოლოსთვის თურქეთში, სტამბოლში პირველი ბლოკჩეინ-მეტავერსის გამოფენა, Blockchain Expo World-ი გაიმართება. HGR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე სტამბოლის ექსპო ცენტრში გამართულ ღონისძიებაში ბლოკჩეინ ინდუსტრიის ადგილობრივი და უცხოელი აქციონერები მიიღებენ მონაწილეობას.
გამოფენაზე სპიკერების რანგში მსოფლიოს ცნობილი ფიგურები წარდგებიან. საბოლოო ჯამში კი ღონისძიება NFT-ებით, Web 3.0-ით, კრიპტომაინინგით, DeFi-ითა და GameFi-ით დაინტერესებული ადამიანებს გააერთიანებს.
კრიპტოინდუსტიის განვითარების ტემპებმა თურქულ ადგილობრივ ინდუსტრიაშიც შეაღწია. მიუხედავად ერდოღანის სკეპტიკური დამოკიდებულებისა, როგორც ჩანს, ბიზნესსექტორის ინტერესი ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი საკმაოდ დიდია.
დეკემბრის ბოლოს სტამბოლში დაგეგმილ ღონისძიებაზე თავს ახალგაზრდა ინდუსტრიის ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბრენდი მოიყრის. საინტერესოა ისიც, რომ სტუმრებს ღონისძიებაზე დასწრება მთელი მსოფლიოდან სწორედ მეტავერსის დახმარებით შეეძლებათ.
დატოვე კომენტარი