პარასკევს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თურქეთის ხაზინამ 2021 წელს $16 მილიარდი (142.1 მილიარდი ლირა) ნაღდი ფულის ბალანსის დეფიციტი დაარეგისტრირა.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ნაღდი ფულის შემოსავალმა 2021 წელს $161.8 მილიარდი (1.4 ტრილიონი თურქული ლირა) შეადგინა. ხოლო სახაზინო ხარჯების მოცულობა, რომელიც ასევე მოიცავს საპროცენტო ხარჯს, $160.3 მილიარდით (1.6 ტრილიონი თურქული ლირა) განისაზღვრა.
გაუთვალისწინებელი, უპრეცედენტო ხარჯების მოცულობა გასულ წელს 1.4 ტრილიონ თურქულ ლირას შეადგენდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბალანსზე თითქმის 12.5 მილიარდი თურქული ლირა ირიცხებოდა.
რაც შეეხება თურქული ლირის გაცვლით კურსს, საინტერესოა, რომ აშშ დოლარის ფარდობა თურქულ ლირასთან გასულ წელს საშუალოდ 1: 8.88 იყო, ხოლო 2021 წლის ბოლოს გაუფასურების შედეგად ფარდობა შეიცვალა და 1: 13.33 გახდა.
დეკემბერში თურქეთის ხაზინის ნაღდი ფულის ბალანსმა 98 მილიარდი ლირის დეფიციტი გამოავლინა.
დატოვე კომენტარი