თურქეთში დაახლოებით 15 მილიონმა ადამიანმა მიიღო COVID-19-ის ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო ვაქცინის ორივე დოზით 10 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
კორონავირუსის ვაქცინაციის ეროვნული კამპანია თურქეთმა იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო და ჯამში აცრილი ადამიანების საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 24,25 მილიონს გადააჭარბა.
ამ დრომდე თურქეთი მოსახლეობას Sinovac-ის და BioNTech-ის ვაქცინებით ცრიდა, Sputnik V-ის ვაქცინა ქვეყანას ამ თვეში პირველად მიეწოდება.
ქვეყანამ სამ მწარმოებელთან დადო შეთანხმება 240 მილიონი დოზის შეძენის თაობაზე, მათ შორის 100 მილიონი დოზა ჩინეთის Sinovac-ისთვის, 90 მილიონი დოზა Pfizer-BioNTech-ისთვის, ხოლო 50 მილიონი დოზა – რუსული Sputnik V–სთვის.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბრის შემდეგ კორონავირუსის პანდემიამ 3,24 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 192 ქვეყანასა და რეგიონში. ამ დროისთვის მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა 155,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულია 91 მილიონზე მეტი ადამიანი.
დატოვე კომენტარი