TikTok–მა სტრატეგიული ტრანსფორმაციის პროცესში გლობალური გუნდების ოპტიმიზაციისა და კომპანიის ზრდის მიზნით, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სინგაპურელი ჩიუ შოუ ზი, ხოლო ოპერაციულ დირექტორად – ვანესა პაპასი დანიშნა.
ჩიუ შოუ ზი ჩინეთის ვიდეო პლატფორმის დამფუძნებელ კომპანიას, ByteDance-ს მარტში მთავარ ფინანსურ დირექტორად შეუერთდა, ხოლო პაპასი კომპანიის დროებითი ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც კევინ მაიარმა გასული წლის აგვისტოში თანამდებობის დაკავებიდან სამი თვის შემდეგ „მკვეთრად შეცვლილი“ პოლიტიკური გარემოს მიზეზით ორგანიზაცია დატოვა. შეგახსენებთ, რომ TikTok-მა სასამართლო დავა დაიწყო ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის მასშტაბით ჩინური პლატფორმები, მათ შორის WeChat და TikTok აიკრძალა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩიუ სმარტფონების მწარმოებელი ჩინური კომპანია Xiaomi–ის საერთაშორისო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა; ხოლო პაპასმა, 2018 წელს ByteDance–ში გაწევრიანდებამდე, შვიდ წელზე მეტი YouTube–ში ხელმძღვანელ პოზიციაზე იმუშავა. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, ByteDance–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჭანგ იმინგი TikTok–ის „მდგრადი ზრდის ეტაპს“ წინასწარმეტყველებს.
დატოვე კომენტარი