ტოკიოში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ტრადიციული ცერემონიალი სტუდენტებმა ვირტუალურად ჩაატარეს. კერძოდ, მათ კორონავირუსის გამო გამოსაშვები საღამო Zoom-ით ჩაატარეს და ამისათვის გამოიყენეს მობილური რობოტები “Newme”. უფრო კონკრეტულად, სტუდენტებს რობოტების საშუალებით ჰქონდათ შესაძლებლობა სცენაზეც კი ასულიყვნენ და თავიანთი დიპლომები მიეღოთ.
რობოტებს დამაგრებული ჰქონდათ ეკრანები, რომელზეც თითოეული სტუდენტი იყო გამოსახული. რეალურ სივრცეში კი დარბაზში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სასწავლებლის წარმომადგენელი, რომელიც დიპლომების გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობდა.
მაღალტექნოლოგიური ცერემონიალი 28 მარტს ტოკიოს სასტუმრო Grand Palace-ში შედგა.
შეგახსენებთ, იაპონიაში პანდემიის გამო დახურულია სკოლები, სასწავლებლები, ამიტომაც მსგავსი ვირტუალური ღონისძიებები ქვეყანაში ხშირია.
დატოვე კომენტარი