2016 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 265 მლნ აშშ დოლარით და მთელი ექსპორტის 15.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე თხილის და კაკლის ექსპორტია 146 მლნ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.6%). მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 140 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრის. მეოთხე ადგილზე ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტმა 132 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.7 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს, ფეროშენადნობების ექსპორტი 2015 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 21% არის შემცირებული.
მე-5 ადგილზეა ღვინის ექსპორტი, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 15%-ით გაიზარდა და 85.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
დატოვე კომენტარი