ტოპ 20 ქველმოქმედი

ტოპ 20 ქველმოქმედი

1. ბილ გეიტსი
$66 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ასაკი: 56
საცხოვრებელი ადგილი: მედინა, ვაშინგტონი

პლანეტის ყველაზე უფრო გულუხვ ადამიანს – ამ დროისათის მას საქველმოქმედო მიზნებისათვის $28 მილიარდი აქვს გაღებული – ახალი მისწრაფება გამოუჩნდა: ააგოს ახალი და უკეთესი საპირფარეშოები მათთვის, ვისაც წყლისა და კანალიზაციის სისტემები არ გააჩნია. ყოველწლიურად ფეკალური მასებით დაბინძურებული საკვებისა და წყლის მიღების გამო მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიონი ბავშვი იღუპება, და ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება შიდსის ვირუსითა და მალარიით გამოწვეული ყოველწლიური სიკვდილიანობის ჯამურ მაჩვენებელს. Bill $ Melinda Gates Foundation-ი ასევე სათავეში უდგას მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით უკვე გარკვეული იმედების საფუძველს იძლევა. გეიტსის პირადი ქონების წმინდა ღირებულება გასული წლის შემდეგ $7 მილიარდით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ კომპანია Microsoft-ის „ძლიერი” აქციებით არის გამოწვეული, რომელთა ღირებულებაც 20%-ით გაიზარდა, ასევე გეიტსის მიერ კერძო კაპიტალში განხორციელებულ ინვესტიციებზე მოგებით , აქციებსა და ობლიგაციებში განხორციელებულ ისეთ ინვესტიციებზე, როგორიც არის ჰიგიენის ტექნოლოგიური ფირმა Ecolab-ი და მექსიკური სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანია Televisa. გეიტსი განაგრძობს კომპანია Microsoft-ის აქციების გაყიდვას – მან გასულ წელს დაახლოებით $80 მილიონის აქციები გაყიდა, რაც კომპანიაში მისი კუთვნილი წილის 15%-ს შეადგენს – ასე რომ, ახლა უკვე მისი ქონების მხოლოდ მეხუთედი ნაწილი ეფუძნება იმ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიას, რომლის თანადამფუძნებელი ის თავად იყო 37 წლის წინ.გეიტსი და მისი კარგი მეგობარი, უორენ ბაფეტი, აგრძელებენ მათ მიერ ერთობლივად ინიციირებულ საქველმოქმედო ინიციატივა Giving Pledge-ში ახალწვეულების მიღებას – დღესდღეობით ამ ინიციატივის წევრთა საერთო რაოდენობა 91 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 10 ახალწვეული, რომელთაც ოფიციალურად აიღეს ვალდებულება, რომ მათი ქონების, სულ მცირე, ნახევარს მაინც გასცემენ საქველმოქმედო მიზნებისათვის მათსავე სიცოცხლეში ან მათი გარდაცვალების შემდეგ.

2. უორენ ბაფეტი
$46 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 82
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა

ბაფეტმა სულ მცირე ხნის წინ დაასრულა პროსტატის კიბოსათვის სხივური თერაპიის მკურნალობის კურსი, ხუთი თვის შემდეგ, მან აცნობა კომპანია Berkshire Hathaway-ის აქციონერებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, და შეეცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ ეს დაავადება „სრულიადაც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო”. მაგრამ თავისი კომპანია წესრიგში მოიყვანა: დეკემბრის თვეში მან საკუთარი ვაჟიშვილი, ჰოვარდი, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, აირჩია კომპანიის მომავალ არააღმასრულებელ თავმჯდომარედ და „კომპანიის ფასეულობების მთავარ მცველად”. თებერვალში მან განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავდა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის შემცვლელი, მაგრამ უარი განაცხადა მისი ვინაობის გამხელაზე. იგი ასევე აფართოებს თავის საქველმოქმედო საქმიანობას. ივლისის თვეში მან Gates Foundations-ს $1,5 მილიარდი გადასცა, რის შედეგადაც მის მიერ გაღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ $17,5 მილიარდი შეადგინა. აგვისტოში, თავის დაბადების დღეზე, მან $3 მილიარდი გადასცა მისი შვილების საქველმოქმედო ფონდებს. გასულ წელთან შედარებით მისი ქონება $7 მილიარდით გაიზარდა ძირითადად იმის გამო, რომ A კლასის აქციების ფასმა მკვეთრად მოიმატა.

3. ლარი ელისონი
$41 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Oracle
ასაკი: 68
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია

მიუხედავად კონკურენტ კომპანიებთან – SAP-ისა, HP-სა და Google-თან – გაჩაღებული სასამართლო ორთაბრძოლისა, კომპანია Oracle-ის აქციები – პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიისა, რომელსაც ელისონი უკვე 35 წლის განმავლობაში მართავს – გასული წლის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის Forbes 400-ის მილიარდერთა შორის, ის ყველაზე დიდი მოგებით გამოირჩევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ივნისში $500 მილიონად შეეძინა ჰავაის ლანაის კუნძულის 98% დევიდ მარდოკისაგან (ნომერი 190, Forbes 400-ის სიაში). მისი კიდევ ერთი მისწრაფება საიალქანო სპორტია, და რაც უფრო მეტად ახლოვდება 2013 წლის ამერიკის თასისთვის ბრძოლის თარიღი, იგი მით უფრო ცდილობს ამ მხრივ სან-ფრანცისკოში აღიარების მოპოვებას.

4. ჩარლზ კოხი
$31 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სხვადასხვა
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: უიჩიტა, კანზასი

5. დევიდ კოხი
$31 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სხვადასხვა
ასაკი: 72
საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკ-სიტი

ლიბერტარიანელი ძმები, როგორც ჩანს, აზრთა სხვადასხვაობას იწვევენ. მათ სასამართლოში წამოიწყეს საქმე, რათა მიიღონ კონტროლის უფლება კონსერვატორულ Cato Institute-ზე, რომლის დაარსებაშიც 1977 წელს მათ დიდი წვლილი მიუძღვით; საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. დევიდმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ნიუ-იორკის დელეგატი იყო, ზოგი კრიტიკოსი გააოცა, როდესაც მან Politico-ს განუცხადა: „მე მჯერა და მხარს ვუჭერ ჰომოსექსუალ მამაკაცთა ქორწინებას” და ასევე მხარი დაუჭირა გადასახადების განაკვეთების გაზრდას, რათა ამის საშუალებით მოხდეს ფედერალური სასესხო ვალდებულებების დაფარვა. მათი Koch Industries, რომელიც შეერთებულ შტატებში სიდიდით მეორე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიაა და რომელსაც ინტერესები აქვს ნავთობსადენებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, სასუქების წარმოებასა და ისეთ სამომხმარებლო პროდუქტებში, როგორიც არის Browny-ის ქაღალდის პირსახოცები და Dixie-ის ჭიქები, კვლავ აგრძელებს მძლავრი ფულადი ნაკადების გენერირებას და ახერხებს არსებული სასესხო ვალდებულებების დროულად დაფარვას. ყოველივე ამის შედეგად მსოფლიოში უმდიდრესი ძმების ქონების ჯამურმა მატებამ გასულ წელს $12 მილიარდი შეადგინა. ის, რაც მათ შესახებ ნაკლებად არის ცნობილი, არის მათი საქველმოქმედო საქმიანობა. დევიდი, რომელიც პროსტატის კიბოსაგან განიკურნა, აცხადებს, რომ მისი ყველაზე დიდი შეწირულებები მიმართულია „უაღრესად რთული” კამპანიის დაფინანსებაზე, რომლის მთავარი მიზანიც არის კიბოსაგან განკურნების საშუალებების აღმოჩენა. მას ამ მიმართულებით $200 მილიონი აქვს გაღებული.

6. კრისტი უოლტონი და მისი ოჯახი
$27,9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ასაკი: 57
საცხოვრებელი ადგილი: ჯეკსონი, ვაიომინგი

7. ჯიმ უოლტონი
$26,8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ასაკი: 64
საცხოვრებელი ადგილი: ბენტონვილი, არკანზასი

8. ელის უოლტონი
$26,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ასაკი: 63
საცხოვრებელი ადგილი: ფორტ-უორტი, ტეხასი

9. რობინსონ უოლტონი
$26,1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ასაკი: 68
საცხოვრებელი ადგილი: ბენტონვილი, არკანზასი

უოლტონების ოჯახის წარმომადგენელთა ქონების ერთობლივი ღირებულება განსაცვიფრებელ თანხას – $107,1 მილიარდს შეადგენს, რაც $20,1 მილიარდით უფრო მეტია, ვიდრე გასულ წელს. მსოფლიოს ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების კომპანიის, Wal-Mart-ის გაყიდვების მაჩვენებელმა $444 მილიარდს მიაღწია, რაც 2010 წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება და რის გამოც ბოლო 12 თვის მანძილზე კომპანიის აქციების ფასი 36%-ით გაიზარდა. უოლტონის ოჯახის წევრებმა ასევე გაინაწილეს ძალზე მსუყე $1,5 მილიარდის მოცულობის დივიდენდი. ის, რაც 1962 წელს დაიწყო ერთი Wal-Mart-ის მაღაზიით არკანზასის შტატში, დღეისათვის შეადგენს 10 000 მაღაზიას 27 ქვეყანაში. კომპანია კვლავ აგრძელებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეღწევას, მან მიიღო წილის შეძენის თანხმობა სამხრეთ აფრიკის Massmart-ში გასული წლის მარტში. ქრისტიმ, ამერიკის უმდიდრესმა ქალბატონმა, მისი მკვეხარობის უფლება მცირედიდ დაკარგა, მას შემდეგ, რაც მისი სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, First Solar-მა, წარუმატებლობა განიცადა. მისი უპირატესობა მის მაზლთან, ჯიმთან მიმართებაში, „უმდიდრესი უოლტონის” წოდებისათვის სულ რაღაც $1,1 მილიარდამდე შემცირდა. გასული ხუთი წლის მანძილზე უოლტონებმა ერთობლივად Walton Family Foundation-ისათვის $2 მილიარდი გაიღეს. აღნიშნული ფონდი ძირითადად აქცენტს აკეთებს განათლების სისტემის რეფორმირებაზე, ბუნების დაცვაზე და ასევე ცხოვრების დონესთან დაკავშირებულ ინიციატივებზე მათ მშობლიურ შტატ არკანზასში. ელისმა გახსნა ამბიციური Crystal Bridge Museum of American Art არკანზასის შტატის ქალაქ ბენტონვილში 2011 წლის ნოემბერში.

10. მაიკლ ბლუმბერგი
$25 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Bloomberg LP
ასაკი: 70
საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკ-სიტი

ნიუ-იორკის მერი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს იმდენ სასიკეთო ცვლილებას, რამდენის მოხდენაც მას შეუძლია მის ახლა უკვე მშობლიურ ქალაქში მისი მერობის საბოლოო ვადის პერიოდში. შეზღუდვა, რომელიც მის მიერ იქნა ინიციირებული დიდი ზომის შაქრის შემცველ გაზიან სასმელებზე, ძალაში მარტში შედის, და იგი განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა იმ კანონის მიმართ, რომელიც ითვალისწინებს ქორწინების თანაბარ უფლებებს მის შტატში (Marriage Equality Act). კანონი მიღებულ იქნა 2011წელს. მან ასევე განაახლა იარაღის ტარების საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღების მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, რომელიც კოლორადოს კინოთეატრში მოხდა გასული წლის ივლისში. წლების განმავლობაში მან ქველმოქმედებაზე $2,8 მილიარდი გაიღო. 2011 წელს მან $330 მილიონი ისეთი ჯგუფების მხარდასაჭერად გადარიცხა, როგორიც არის Sierra Club-ი, the Alliance of the Arts-ი და the American Foundation for Suicide Prevention-ი. მისი კომპანიის, Bloomberg LP-ის, მედიისა და ფინანსური მონაცემების კვლევის ფირმის გაყიდვების მოცულობა 2011 წელს 20%-ით გაიზარდა და $7,6 მილიარდი შეადგინა.

11. ჯეფ ბეზოსი
$23,2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon
ასაკი: 48
საცხოვრებელი ადგილი: სიეტლი

მისი ონლაინ წიგნების რეალიზატორი კომპანია Amazon.com-ი წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს, ნებისმიერი სახის პროდუქტის ინტერნეტის საცალო რეალიზატორს, რომლის გაყიდვების მოცულობამ 2011 წელს $48 მილიარდი შეადგინა. დღეისათვის კომპანია უფრო მეტი სახის Kindle-ის ტიპის ელექტრონულ წიგნებს ყიდის, ვიდრე ტრადიციულ წიგნებს. მისი ქონების წმინდა ღირებულება $4,.1 მილიარდით გაიზარდა, რაც კომპანია Amazon-ის აქციების ღირებულების 23%-იანი ზრდითაა გამოწვეული. ბეზოსი განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას იმ ე.წ. „თანმდევი ეფექტის” მქონე პროექტებში, რომლებიც მას როგორც შემოქმედებითსა და თავგადასავლების მოყვარულ პიროვნებას წარმოაჩენს და ამ მხრივ მის ინტერესს აძლიერებს. მარტში მან განაცხადა, რომ მისმა Bezos Expedition-მა ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინა მთვარეზე ისტორიული მოგზაურობის განმახორციელებელი Apollo 11-ის ძრავები. ახლა მისი საექსპედიციო კომპანია შეეცდება, რომ ეს აღმოჩენილი F-1 რაკეტის ძრავები ოკეანის ფსკერიდან ზედაპირზე ამოიტანოს. ბეზოსი და მისი მეუღლე ივლისში გაზეთების სათაურების მთავარი გმირები იყვნენ იმ $2,5 მილიონიანი შემოწირულების გამო, რომელიც მათ გაიღეს Washington United for Marriage-სთვის – ჯგუფისათვის, რომელიც მხარს უჭერს მათ მშობლიურ შტატში ერთსქესიანი წყვილების ქორწინების ლაგალიზაციას.

12. შელდონ ადელსონი
$20,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: კაზინოები
ასაკი: 79
საცხოვრებელი ადგილი: ლას-ვეგასი, ნევადა

გიგანტური კაზინოების კორპორაციის Las Vegas Sands-ის მფლობელი მიმდინარე წელს საგაზეთო სათაურებში დომინირებდა. მისი კომპანიის იურისტები დაკავებულნი არიანფედერალურ დონეზე კორუფციის საგამოძიებო საქმით, რომელიც შეეხება მის გარიგებებს მაკაუში, სადაც Las Vegas Sands-ი ოთხ კაზინოს ფლობს, თუმცა ადელსონის კომპანია ყველანაირ ბრალდებას უარყოფს. ამ ამაყმა რესპუბლიკელთა მხარდამჭერმა ნიუტ გინგრიჩის წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიას თანხები გადაურიცხა; მას შემდეგ მან $10 მილიონი გაიღო მიტ რომნის სუპერსაპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისათვის. ადელსონს შეუძლია საკუთარ თავს ყოველივე ამის უფლება მისცეს, თუმცა შესაძლოა ამ წელს ცოტათი მომჭირნეობა მოუწიოს; მისი ქონების წმინდა ღირებულება $1 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც Las Vegas Sands-ის აქციების ფასი დაეცა კომპანიის წინააღმდეგ ფედერალური გამოძიების გამო და ასევე იმის გამო, რომ აზიელი ე.წ. „ძალიან მნიშვნელოვანი პირების” მხრიდან ჩინეთსა და სინგაპურში კომპანიის მფლობელობაში არსებულ კაზინოებში თანხის ხარჯვა შემცირდა.

13. სერგეი ბრინი
$20,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Google
ასაკი: 39
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია

13. ლარი პეიჯი
$20,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Google
ასაკი: 39
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია

სტენფორდის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის კურსელები აგერ უკვე 14 წელია, კომპანია Google-ს ერთობლივად მართავენ მას შემდეგ, რაც იგი ერთობლივადვე დააარსეს, მაგრამ განსხვავებული გზები აირჩიეს კომპანიის შიგნით. პეიჯმა დაიბრუნა კომპანიის მართვის სადავეები როგორც მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა 18 თვის წინ; მას შემდეგ კომპანია Google-ის აქციების ფასი 15%-ით გაიზარდა. ამან, შესაბამისად, ხელი შეუწყო მათი თითოეული პირადი ქონების ზრდას $3,6 მილიარდით წინა წელთან შედარებით. ივნისში პეიჯი იდუმალი დაავადებით დაავადდა, რის გამოც იგი კომპანია Google-ის აქციონერთა ყოველწლიურ შეკრებასა და კომპანიის ივლისის მოგების განხილვის კონფერენციას ვერ დაესწრო. ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს იგი მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული დრო გაატარა კუნძულ ბორა-ბორაზე. ამასობაში კი ბრინი განსაკუთრებულ პროექტებს უძღვებოდა, მათ შორის ხმაურიან Google-ის გაძლიერებული რეალობის სათვალეების პროექტს, რომელიც ივნისში წარუდგინეს ექსტრემალურ (BMX) ველოსიპედისტებს და პარაშუტისტებს. მან და მისმა მეუღლემ, ანე ვოიჯიცკიმ, შეთანხმდნენე, რომ 2012 წელს $50 მილიონამდე შეავსებდნენ Michael J. Fox Foundation-ის მიერ პარკინსონის დაავადების კვლევის დაფინანსება. დღემდე მათ ამ მიმართულებით $30 მილიონი გაიღეს.

15. ჯორჯ სოროსი
$19 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ჰეჯირების ფონდები
ასაკი: 82
საცხოვრებელი ადგილი: კატონა, ნიუ-იორკი

სოროსი პენსიაზე 2011 წელს გავიდა, თავისი ჰეჯირების ფონდი საოჯახო ოფისად გადააქცია და გარე ინვესტორებს მხოლოდ დაახლოებით $1 მილიარდი დაუბრუნა. სოროსმა ასევე მოიწვია ახალი ინვესტიციების დირექტორი, რომელმაც ზედამხედველობა უნდა გაუწიოს მისი ოჯახისა და მისი ფონდების კუთვნილ დარჩენილ აქტივებს. სოროსმა, რომელიც ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას მსოფლიოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე და დაუღალავი მომხრეა ევროპული ინტეგრაციისა, ცოტა ხნის წინევროს შემოღებას „ძალიან დეფექტური” უწოდა და არსებული მდგომარეობა აღწერა, როგორც „ეგზისტენციალური კრიზისი” ევროპისათვის. 1979 წლიდან მოყოლებული სოროსმა $8,5 მილიარდი გაიღო ადამიანთა უფლებების დაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფებისათვის; $6 მილიარდი გაიღო საერთაშორისო მიზნებისათვის, ხოლო $400 მილიონი კი – სიღარიბის დაძლევისათვის. ერთ-ერთი მისი ბოლო პერიოდის აღნიშვნის ღირსი საჩუქარი: $160 მილიონი ევროპელ ბოშათა უმცირესობის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის და $100 მილიონი იმ ბარიერების დასაძლევად, რომელთა წინაშეც დგანან აფრო-ამერიკელი ბიჭები და მამაკაცები. მან განაცხადა თავის მეგობარ გოგონასთან, თამიკო ბოლტონთან, ნიშნობის შესახებ, რომელიც მასზე 42 წლით უმცროსია, მისი 82 დაბადების დღის აღმნიშვნელ დღესასწაულზე აგვისტოში საუტჰემპტონში მდებარე მის სახლში. წყვილი დაქორწინებას მომავალ ზაფხულს გეგმავს.

16. ფორესტ მარს უმცროსი
$17 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ბიგ-ჰორნი, ვაიომინგი

16. ჟაკლინ მარსი
$17 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეულიასაკი: 72
საცხოვრებელი ადგილი: პლეინსი, ვირჯინია

16. ჯონ მარსი
$17 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: ბიგ-ჰორნი, ვაიომინგი

დედმამიშვილების საკუთრება გახლავთ $33 მილიარდის ღირებულების კომპანია Mars-ი (გაყიდვების მიახლოებითი მაჩვენებელი), რომელიც მსოფლიოში ტკბილეულის მწარმოებელი უდიდესი კომპანიაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წელს საღეჭი რეზინის მწარმოებელი Wrigley’s $23 მილიარდად შეიძინა. კომპანია იმდენადვე იდუმალებით არის მოცული, რამდენადაც დომინანტურია ტბილეულის მსოფლიო ბაზარზე. იგი კერძო საკუთრებაში არსებული საოჯახო კომპანიაა, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა 70 000 შეადგენს და რომელიც საქმიანობას 73 ქვეყანაში აწარმოებს. კომპანიის დირექტორთა საბჭო მხოლოდ მარსის ოჯახის წევრებისაგან შედგება, რომელთაგან არც ერთის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. აღნიშნული ტრიოს ბაბუამ, ფრენკ მარსმა, შოკოლადის წარმოება 1911 წელს ვაშინგტონის შტატში, ქ. ტაკომაში მდებარე საკუთარ სამზარეულოში დაიწყო. მათი მამა, ფორესტ უფროსი, კომპანიას 1929 წელს შეუერთდა, დაახლოებით იმ დროს, როდესაც კომპანიამ გამოიგონა ალაოს ექსტრაქტის არომატის ნუგა, რომელიც გახდა კიდევაც საფუძველი შოკოლადის ისეთი ბრენდებისა, როგორიც არის Milky Way-ი და Snickers-ი. ამ უკანასკნელს სახელწოდება, სავარაუდოდ, ოჯახის საყვარელი ცხენის სახელის შესაბამისად ეწოდა. მოგვიანებით კომპანიამგამოიგონა M&M-ი, რომლის 400 მილიონის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად ხდება. კომპანია ასევე აწარმოებს Uncle Ben’s-ის ბრენდის ბრინჯს და ფლობს შინაური ცხოველების საკვების ბრენდებს – Pedigree-სა და Whiskas-ს.

19. სტივ ბალმერი
$15,9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ასაკი: 56
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს- პოინტი, ვაშინგტონი

2000 წლიდან კომპანია Microsoft-ის მთავარი აღმასრულებელი დირეტორი და რიგით 30-ე თანამშრომელი, დიდად არის მოწადინებული დაუმტკიცოს ყველას, რომ მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ ფირმას შეუძლია ფეხი აუწყოს მის უფრო მოქნილ, ახალგაზრდა კონკურენტებს. ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიამ ახალი პროდუქტების პრეზენტაცია მოახდინა, კერძოდ: კომპიუტერისა და მობილურის ოპერაციული სისტემა Windows 8-ისა და ახალი პლანშეტური კომპიუტერისSurface-ის, რომელმაც მეტოქეობა უნდა გაუწიოს iPad-ს და ასევე მოძველებული Hotmail-ი Outlook-ის თანამედროვე ვერსიით ჩაანაცვლა. ბელმერმა მისი დამსახურების ნაყოფიც მიიღო: ივლისში კომპანიამ ჩამოწერა 2007 წელს მის $6,3 მილიარდად შეძენილი ონლაინ-მარკეტინგისა და გაყიდვების კომპანია aQuantive-ის 98%-ი. ინვესტორები წახალისებულნი არიან; Microsoft-ის აქციების ფასმა ბოლო წლის მანძილზე 25%-ით იმატა და ბელმერის პირადი ქონებაც $2 მილიარდით გაიზარდა. ნუ თუ ეს ყველაფერი მისი „გედის სიმღერის” ნაწილია? ბელმერმა იანვარში გრანდიოზულ სამომხმარებლო ელექტრონიკის სავაჭრო შოუზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს მისი ბოლო გამოსვლა იქნებოდა როგორც კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორისა. Big hoops-ის გულშემატკივარი ბელმერი ინვესტორთა ჯგუფის წევრია, რომლებიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის ისევ სიეტლში დაბრუნებას ცდილობენ – გუნდისა, რომელმაც SuperSonics-ი თავის დროზე ოკლაჰომა-სიტის დაუთმო.

20. პოლ ალენი
$15 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ასაკი: 59
საცხოვრებელი ადგილი: მერსერ-აილენდი, ვაშინგტონი

კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან აღმასვლას განიცდის. იზრდება არა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი, არამედ ასევე მისთვის უკვე გარკვეული შემოსავალი მოაქვს მის მიერ Charter Communications-ში განხორციელებულ თავის დროზე უიღბლო ინვესტიციას. აღნიშნულმა ფირმამ 2009 წელს გაკოტრებულად თავის გამოცხადების შესახებ საქმის წარმოებაც კი დაიწყო. მისი მრავალწლიანი მცდელობა, რომ აღედგინა სიეტლის ცენტრში განლაგებული უბანი South Lake Union-ი , უკვე წარმატებულ დასასრულს აღწევს: იზრდება მდიდრულ გასაქირავებელ ფართებზე ფასი და მოთხოვნა. ამ უბანში გადმოდიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის, მაგალითად, Amazon.com-ი. ახლა უკვე, როგორც ალანი ამბობს, მას სურს გაყიდოს ეს შენობები, რათა უკვე ახალი დეველოპერული პროექტებით დაკავდეს. იგი იმ იშვიათი მილიარდერების რიცხვს განეკუთვნება, რომლებშიც გაერთიანებულია სპორტისა და მეცნიერების სიყვარული. მის საკუთრებას წარმოადგენს პროფესიონალ ფეხბურთელთა გუნდი Seattle Seahawks-ი და პროფესიონალ კალათბურთელთა გუნდი Portland Trailblazers-ი. მან $500 მილიონიანი შემოწირულება გაიღო მისი ტვინის კვლევის ინსტიტუტისთვის.
მან „გაასესხა” მისი კუთვნილი 414 ფუტის სიგრძის იახტა, Octopus-ი, და ასევე მისი ღრმა წყლების, დისტანციურად მართვადი საწყალოსნო ხომალდი, იშვიათი სახეობის თევზი ცელეკანტის პოპულაციების შესასწავლად და ფსკერიდან სამხედრო ხომალდ H.M.S. Hood-ის ზარის ამოსაღებად, რომელიც 1941 წელს ნაცისტებმა ჩაძირეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *