ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება აიკრძალოს ამერიკული ინვესტიციების განხორციელება ისეთ ჩინურ კომპანიებში, რომელთაც ვაშინგტონი მიიჩნევს ჩინეთის სამხედრო ძალების კონტროლ ქვეშ. ამ ნაბიჯით ოფიციალურ პეკინსა და ვაშინგტონს შორის კავშირები კიდევ უფრო იძაბება.
ტრამპის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ისეთ ჩინურ გიგანტებზე, როგორიცაა China Telecom-ი, China Mobile-ი და Hikvision-ი.
ბრძანების მიზანია ამერიკული საინვესტიციო კომპანიების, საპენსიო ფონდების და სხვა მსგავსი ინსტიტუტების შეჩერება, რომ არ შეიძინონ ჩინურ კომპანიებში აქციები.
ბრძანება 2021 წლის 11 იანვრიდან შევა ძალაში.
“ჩინეთი იყენებს ამერიკულ კაპიტალს იმისათვის, რომ მოამარაგოს და განავითაროს თავისი სამხედრო, სადაზვერვო და სხვა უსაფრთხოების ინსტრუმენტები“, – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ პასუხობს ჩინეთის საელჩო ვაშინგტონში.
დატოვე კომენტარი