ტრამპის ქონება ერთ წელში $600 მლნ-ით შემცირდა – რას ფლობს ახლა პრეზიდენტი

ტრამპის ქონება ერთ წელში $600 მლნ-ით შემცირდა – რას ფლობს ახლა პრეზიდენტი

ეს წელი მძიმე იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის – დაწყებული იმპიჩმენტის საკითხით და პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისით დასრულებული. ამ ყველაფერმა პრეზიდენტის ქონება გასული წლის სექტემბრიდან დღემდე დაახლოებით $600 მილიონით შეამცირა და $2.5 მილიარდამდე ჩამოიყვანა. აღნიშნულის გამო, ის ახლა Forbes-ის მილიარდერთა სიაში 339-ე ადგილზეა.

პანდემიის კრიზისმა არამხოლოდ პრეზიდენტის რეიტინგი შეამცირა, არამედ აქტივებიც, ვინაიდან დაზარალდა ის ინდუსტრიები და სექტორები, რომელშიც ტრამპს გარკვეული აქტივები აქვს. ეს ეხება სასტუმროებს, გოლფის კომპლექსს და ა.შ.

თუმცა არის ნათელი წერტილებიც ტრამპის პორტფოლიოში. მათ შორის ავტოსადგომები. მაგალითად ტრამპს მანჰეტენზე 350 საპარკინგე სივრცე აქვს, რაც მაშინ, როდესაც მოსახლეობა თავს არიდებს პანდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულს, შესანიშნავი ინვესტიციაა.

Forbes-მა დონალდ ტრამპის პორტფოლიო მოამზადა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად.

უძრავი ქონება ნიუ-იორკში:

ამერიკის გამზირი 1290

ტრამპი ფლობს რითეილ სივრცეებისა და ოფისების 30%-ს;

ღირებულება: $342 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $109 მლნ-ით შემცირდა.

უოლ სტრიტის 40.

ტრამპი ფლობს $262 მლნ-ის ქონებას;

2019 წლიდან ცვლილება: $65 მლნ-ით შემცირდა.

აღმოსავლეთის ქუჩა 57-ე, 6

ტრამპი ფლობს $179 მლნ-ის ქონებას;

2019 წლიდან ცვლილება: $34 მლნ-ით შემცირდა.

Trump Tower

ტრამპი ფლობს: 22 668 კვ.მ. ფართობის ოფისებსა და სივრცეებს;

ღირებულება: $167 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $70 მლნ-ით შემცირდა.

Trump Park Avenue

ტრამპი ფლობს 17 ბინას;

ღირებულება: $130 მლნ-ის ქონებას;

2019 წლიდან ცვლილება: $32 მლნ-ით შემცირდა.

Trump Parc/Trump Parc East

ტრამპი ფლობს ავტოსადგომებს;

ღირებულება: $40 მლნ-ის ქონებას;

2019 წლიდან ცვლილება: $2 მლნ-ით შემცირდა.

Trump World Tower

ტრამპი ფლობს კომერციულ ავტოსადგომებს;

ღირებულება: $27 მლნ-ის ქონებას;

2019 წლიდან ცვლილება: $2 მლნ-ით გაიზარდა.

Trump Plaza

ტრამპი ფლობს ავტოსადგომებს, რითეილ-სივრცეებს;

ღირებულება: $18 მლნ-ის ქონებას;

2019 წლიდან ცვლილება: $8 მლნ-ით შემცირდა.

Trump International

ტრამპი ფლობს ავტოსადგომებს, რითეილ-სივრცეებს, წილს;

ღირებულება: $6 მლნ-ის ქონებას;

2019 წლიდან ცვლილება: $6 მლნ-ით შემცირდა.

 

სხვა ქალაქებში მდებარე უძრავი ქონება:

სან-ფრანცისკო, კალიფორნიის ქუჩა;

ტრამპი ფლობს სამ-შენობიანი კომპლექსის 30%-იან წილს;

ღირებულება: $442 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $35 მლნ-ით შემცირდა.

Trump International Hotel Las Vegas

ტრამპი ფლობს სასტუმრო კომპლექსის 50%-იან წილს;

ღირებულება: $59 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $10 მლნ-ით შემცირდა.

Trump Winery (შარლოტსვილი, ვირჯინია)

ტრამპი ფლობს მიწას და მამულებს;

ღირებულება: $30 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: არ შეცვლილა.

Trump International Hotel (ვაშინგტონი)

ტრამპი ფლობს 77.5%-იან წილს;

ღირებულება: -$2 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $66 მლნ-ით შემცირდა.

Trump International Hotel & Tower Chicago

ტრამპი ფლობს რითეილ-სივრცეებს და საცხოვრებელ ფართს;

ღირებულება: -$9 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $13 მლნ-ით შემცირდა.

 

გოლფის კურსები და კლუბები:

10 ამერიკული გოლფის კლუბი ექვს შტატსა და ვაშინგტონში;

ღირებულება: $181 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $11 მლნ-ით შემცირდა.

Mar-a-Lago (ფლორიდა)

ტრამპი ფლობს: კერძო კლუბის 100%-იან წილს;

ღირებულება: $180 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $10 მლნ-ით გაიზარდა.

გოლფის კლუბები ევროპაში (ირლანდია და შოტლანდია)

ღირებულება: $76 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $6 მლნ-ით შემცირდა.

Trump National Doral Miami

ღირებულება: $28 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $114 მლნ-ით შემცირდა.

Undeveloped lots

ღირებულება: $12 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $6 მლნ-ით შემცირდა.

 

ბრენდული ბიზნესები:

სასტუმროს მენეჯმენტი და ლიცენზირება

ღირებულება: $56 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $24 მლნ-ით შემცირდა.

 

ნაღდი და პირადი აქტივები: $160 მლნ.

ფლობს ასევე:

Trump Tower penthouse (ნიუ-იორკი)

ღირებულება: $45 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $9 მლნ-ით შემცირდა.

სამი სახლი ფლორიდაში

ღირებულება: $29 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $4 მლნ-ით გაიზარდა.

შვიდ კერძო საკუთრებას ბედფორდში

ღირებულება: $24 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: არ შეცვლილა.

ორი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი

ღირებულება: $24 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $ 8 მლნ-ით შემცირდა.

სახლი სენტ მარტინში

ღირებულება: $12 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: $ 1 მლნ-ით შემცირდა.

ორი სახლი ვირჯინიაში:

ღირებულება: $1.5 მლნ;

2019 წლიდან ცვლილება: არ შეცვლილა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *