„ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადება კომპანია „თიფი სოლუშენის“ მიერ | საერთაშორისო სერვისი სრულად ქართული რესურსებით

„ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადება კომპანია „თიფი სოლუშენის“ მიერ | საერთაშორისო სერვისი სრულად ქართული რესურსებით

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ტრანსფერ რაისინგის რეპორტი)

„სატრანსფერო ფასწარმოქმნა“ იგივე  „ტრანსფერ პრაისინგი“, ან საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება, ეს არის მნიშვნელოვანი საგადასახადო საკითხი, რომელიც რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129 პრიმა 1 მუხლებით, ფინანსთა სამინისტროს ბრძანება #423-ით, შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებით და „ეგთოს“ (OECD) სატრანსფერო ფასწარმოქმნის ინსტრუქციით.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპები საგადასახადო მიზნებისთვის და ძირითადად ისეთ ქართულ კომპანიებს ეხება, რომლებიც  ბიზნესტრანზაქციებს  უცხოურ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (მაგალითად, უცხოურ დედა-კომპანიასთან) ახორციელებენ. ტრანსფერ პრაისინგი ასევე ეხება ქართულ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესოპერაციებს  აწარმოებენ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირებთან. ბიზნესტრანზაქციებში იგულისხმება: საქონლის შესყიდვა/მიწოდება, მომსახურების შესყიდვა/მიწოდება, სესხის მიღება ან გაცემა, როიალტის გადახდა/მიღება და ა.შ.

ზემოთ ნახსენებ ტრანზაქციებს  „კონტროლირებული ოპერაციები“ ეწოდება.

მარტივად რომ ავხსნათ, თუ ქართული კომპანია ახორციელებს კონტროლირებულ ოპერაციას (ბიზნესტრანზაქციას უცხოელ ურთიერთდამოკიდებულ პირთან, ან ოფშორულ კომპანიასთან), ის ვალდებულია, რომ ასეთ ოპერაციაზე საბაზრო ფასები  გამოიყენოს და იმისთვის, რომ საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთოს საბაზრო ფასების გამოყენება, ყოველწლიურად (გამონაკლის შემთხვევებში კი 3 წელიწადში ერთხელ) უნდა მოამზადოს და მოთხოვნის შემთხვევაში 30 დღეში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს „ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაცია“, სადაც სპეციალური მეთოდების გამოყენებით დასაბუთდება, რომ კონტროლირებული ოპერაციები განხორციელდა საბაზრო ფასებით, შესაბამისად, მიღებული მოგების სამართლიანი ოდენობა დარჩა და  დაიბეგრა საქართველოში. რაც იმას ნიშნავს, რომ მოგების „გადატანა“ უცხოეთში არ მომხდარა.

„ტრანსფერ პრაისინგის“ შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ გაეცნოთ გელა ბარშოვის სტატიას აქ.

საბაზრო ფასების გამოყენების დასაბუთება „ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის საშუალებით

როგორც უკვე აღინიშნა, კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში,  საბაზრო ფასების გამოყენება უნდა დადასტურდეს სპეციალური წესებით შედგენილი „ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაციით“, სადაც გაწერილი იქნება:

  • გამოყენებული ტრანსფერ პრაისინგის მეთოდები,
  • შესამოწმებელი მხარე (tested party),
  • შერჩეული მოგებიანობის მაჩვენებელი,
  • არჩეული შესადარებელი კომპანიები,
  • საბაზრო დიაპაზონი, ინტერკვარტალური დიაპაზონი,
  • შესაბამისი კორექტირებები და ა.შ.

(თქვენი ინფორმაციისთვის: დოკუმენტაციაში გაწერილი ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი შესაძლოა, სადავო გახდეს საგადასახადო ორგანოს მიერ, რადგან არ არსებობს ერთადერთი და სწორხაზოვანი წესი, არამედ საკითხის გადაწყვეტისას, კანონის ნორმებთან ერთად, დიდი წილი უჭირავს სუბიექტურ განსჯას, ანალიზს და ლოგიკას).

„ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადებისას სუბიექტური განსჯადობის მაღალი დონე

ზემოთ ძალიან მოკლედაა აღწერილი ის ნაბიჯები, რომლებიც ,,ტრანსფერ პრაისინგის“ პროფესიონალმა უნდა გაიაროს სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის შედგენისას, თუმცა რეალობა ოდნავ კიდევ უფრო რთულია. პრობლემა ისაა, რომ კანონმდებლობის გარდა, თითოეული ნაბიჯის გავლა და არჩევანის გაკეთება  სუბიექტურ გადაწყვეტილებას მოითხოვს, რაც იმის რისკს აჩენს, რომ ,,ტრანსფერ პრაისინგის“ სპეციალისტისა და საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების გადაწყვეტილება შესაძლოა, ერთმანეთს  არ დაემთხვეს.

სხვა სიტყვებით, კანონის წაკითხვა არ არის საკმარისი სწორი არჩევანის გასაკეთებლად. აუცილებელია ლოგიკური ანალიზის ძლიერი უნარი, აუდიტორული გამოცდილება და ალღო, საქართველოს საგადასახადო ორგანოში დანერგილი პრაქტიკების ზედმიწევნით ცოდნა და ნებისმიერი ნაბიჯის სიღრმისეულად გააზრება, რათა მარტივად  იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების სისწორის დაცვა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაცია ისეთი კომპანიის მიერ იქნას მომზადებული, რომელიც სპეციალიზებულია ამ მიმართულებაში, ფლობს კანონმდებლობის და საგადასახადო ორგანოში დამკვიდრებული მიდგომების სიღრმისეულ ცოდნას, აქვს ყველა ტექნიკური რესურსი (მაგალითად, მონაცემთა ბაზებზე წვდომა), რომლებიც საჭიროა სრულყოფილი დოკუმენტაციის  მოსამზადებლად.

 „ტრანსფერ პრაისინგში“ სპეციალიზებულია ადგილობრივი საბუღალტრო/საკონსულტაციო ფირმა შპს „თიფი სოლუშენი“ რომელიც  საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს ბაზარზე და ასეთ სერვისს საკუთარი ძალებით, უცხოეთში აუთსორსზე გატანის გარეშე გთავაზობთ.

კომპანიასთან დაკავშირება შესაძლებელია აქ: www.tpsolution.ge

როგორ ხდება საბაზრო ფასების დადასტურება „ტრანსფერ პრაისინგის“ პრინციპების მიხედვით?

„ტრანსფერ პრაისინგის“ წესების მიხედვით უნდა მოხდეს კანონში გაწერილი 5 მეთოდიდან ერთ-ერთის, ყველაზე შესაფერისის გამოყენება. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ერთმა მეთოდმა სხვა მეთოდისგან ბევრად განსხვავებული შედეგი მოგვცეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება, ასევე მყარი არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა.

ამის შემდეგ უნდა აირჩეს შესამოწმებელი მხარე (tested party). ანუ, ტრანზაქციის რომელი მხარის ფინანსური მონაცემები მოწმდება (ქართული კომპანიის თუ მისი ურთიერთდამოკიდებული უცხოური კომპანიის). ეს საკითხიც შესაძლოა, დავის საგანი გახდეს კომპანიასა და საგადასახადო ორგანოს შორის, ამიტომ ამ არჩევანის არგუმენტირებაც უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ უცხოური შესადარებელი მხარის არჩევას აპირებთ.

მეთოდისა და შესამოწმებელი მხარის არჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია იმ ფინანსური მონაცემის არჩევა, რომლის „გატესტვაც“ უნდა მოხდეს ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაციისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მე-4 მეთოდის (ოპერაციის წმინდა მარჟის მეთოდის) გამოყენებისას.

მაგალითად, ვირჩევთ საოპერაციო წმინდა მოგების თანაფარდობას: შემოსავლებთან,  ხარჯებთან, ან აქტივებთან. საოპერაციო წმინდა მოგებაც შესაძლოა, განსხვავებული წესებით იქნას დათვლილი.

შემდეგი ნაბიჯია შესაბამისი დამოუკიდებელი ტრანზაქციების, ან შესადარებელი (მსგავსი ფუნქციონალის მქონე) კომპანიების ნახვა, რომელთა იმავე ფინანსურ მაჩვენებელს შევუდარებთ ჩვენი „შესამოწმებელი მხარის“ არჩეულ ფინანსურ მონაცემებს (მაგალითად, ქართული კომპანიის წმინდა საოპერაციო მოგება შეუდარდება შესადარებელი კომპანიების მოგებიანობის ზუსტად იმავე მაჩვენებელს).

ასეთი დამოუკიდებელი კომპანიების მოძიება, როგორც წესი, სპეციალურ მონაცემთა ბაზაში ხდება (მაგალითად, მონაცემთა ბაზა „ორბისი“). ბაზებიდან მიღებული მონაცემები საგულდაგულოდ იფილტრება და მიიღება რამდენიმე ყველაზე ახლოს მდგომი კომპანია. ასეთი კომპანიის მონაცემებიდან შედგება მთლიანი  ან/და ინტერკვარტალური დიაპაზონი.

თუ შესამოწმებელი კომპანიის მოგებიანობის შერჩეული მაჩვენებელი (მაგალითად,  5% წმინდა საოპერაციო მარჟა) ზემოთ აღნიშნულ დიაპაზონში მოექცა (მაგალითად, თუ დიაპაზონი შედგება შემდეგი მაჩვენებლებისგან: 2%, 3%, 4%, 6%, 7,5% და 8%; ანუ 5% არც მინიმალურზე დაბალია, არც მაქსიმალურზე მაღალი), ეს ნიშნავს, რომ კონტროლირებულ ოპერაციებზე დაწესებული ფასი არის საბაზრო ფასი.

თუ ასეთი ციფრი მიღებული დიაპაზონის გარეთ მოექცა, მაშინ გამოდის, რომ ფასი არ არის საბაზრო და უნდა გაუტოლდეს დიაპაზონის მედიანას – ანუ შუა წერტილს. სხვაობა  მოგების გადასახადით დაიბეგრება.

(შენიშვნა: დამოუკიდებელი კომპანიების მონაცემთა ბაზებში მოძიება ხდება იმ შემთხვევაში, თუ შიდა შესადარებელი მონაცემები არ არსებობს. შიდა შესადარებელია, მაგალითად, როცა კომპანიამ იდენტური ტრანზაქციები შესადარის პირობებში განახორციელა, როგორც ურთიერთდამოკიდებულ, ასევე დამოუკიდებელ პირთან და ასეთი ტრანზაქციების შედარება შესაძლებელია).

 ინტერკვარტალური დიაპაზონის გამოყენება „ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადებისას

ინტერკვარტალური დიაპაზონი ნიშნავს მთლიანი დიაპაზონის მონაცემებიდან ზედა 25%-ის და ქვედა 25%-ის ამოთიშვას. თუმცა, ასე მარტივად დასათვლელი არ არის. ინტერკვარტალური დიაპაზონის ზუსტი ფორმულა მოცემულია ფინანსთა მინისტრის #423 ბრძანებაში და შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაში.

ინტერკვარტალური დიაპაზონის გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როცა მიღებულ მონაცემთა სანდოობა არ არის სრულყოფილი, რაც უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ასეა, თუმცა ყველა ქეისი მაინც ინდივიდუალურად არის განსახილველი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #423 სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ

საქართველოში „სატრანსფერო ფასწარმოქმნის“ კანონმდებლობის ძირითადი წყარო არის ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის ბრძანება #423, რომელიც გარკვეულ საკითხებზე გადამისამართებას აკეთებს OECD-ის სატრანსფერო ფასწარმოქმნის 2017 წლის ინსტრუქციაზე. ანუ საკითხები, რომლებიც მოცემული  არ არის #423-ე ბრძანებაში, პირდაპირ რეგულირდება OECD-ის სატრანსფერო ფასწარმოქმნის 2017 წლის ინსტრუქციით.

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების (ტრანსფერ პრაისინგის) დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო დრო

როგორც აღინიშნა, „ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტში უნდა გაიწეროს ყველა ნაბიჯი. ამასთან, თითოეული ნაბიჯი თუ გაკეთებული არჩევანი გამყარებული უნდა იყოს  არგუმენტებით, მოყვანილი უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებები, რასაც წინ აუცილებლად  უნდა უძღოდეს სიღრმისეული ანალიზი. სიღრმისეულ ანალიზს და ყველა საჭირო დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოგროვებას კი, როგორც წესი, 30 დღეზე მეტი სჭირდება.

ანუ, სწორი იქნება, თუ  დოკუმენტაცია პერიოდულად მომზადდება (წელიწადში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევებში კი 3 წელიწადში ერთხელ),  მზად იქნება წარდგენისთვის და საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიწოდება მალევე მოხდება. კანონიც ზუსტად ამ დაშვებას ეფუძნება, როცა დოკუმენტაციის მიწოდების ვადად 30 დღეს აწესებს.

გარდა ამისა, დოკუმენტაციის მომზადება კომპანიებს სჭირდებათ ფასწარმოქმნის სწორი პოლიტიკის თავიდანვე ჩამოყალიბებისთვის. მათივე ინტერესში შედის ის, რომ კონტროლირებულ ოპერაციებზე ფასები თავიდანვე სწორად იქნას განსაზღვრული, ისე რომ  დოკუმენტაციის მოგვიანებით მომზადებამ წინა პერიოდების ფასების რეტროსპექტულად შესწორება (შესაბამისად, წინა წლების დასაბეგრი მოგებების კორექტირება) არ გახდეს საჭირო.

სანქცია „ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის არწარდგენისთვის

სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მხრიდან დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. ანუ, ყოველწლიურად, კონკრეტულ ვადაში წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 30 დღე ძალიან მცირე დროა ასეთი დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებისთვის და, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, კანონი ითხოვს, რომ  კომპანიებს, რომელთაც ეს მოეთხოვებათ, ყოველწლიურად მზად უნდა ჰქონდეთ „ტრანსფერ პრაისინგის რეპორტი“.

30 დღეში დოკუმენტაციის არწარდგენის შემთხვევაში, კანონით არ არის დაწესებული რაიმე განსხვავებული ჯარიმა, გარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმისა, რომელიც ზოგადი მუხლია და ინფორმაციის წარმოუდგენლობის ყველა შემთხვევას ეხება.

მეორე მხრივ, მოთხოვნილი ,,ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის წარუდგენლობა იწვევს მტკიცების ტვირთის გადატანას საგადასახადო ორგანოდან გადასახადის გადამხდელზე, რამაც შესაძლოა, ბევრად უარესი ფისკალური შედეგები (დამატებითი გადასახადები და სანქციები) გამოიწვიოს კომპანიისთვის, ვიდრე 400- ან თუნდაც 1000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც  ინფორმაციის წარუდგენლობისთვის 279-ე მუხლითაა დაწესებული.

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მტკიცების ტვირთის კომპანიაზე გადატანა იმას ნიშნავს, რომ როცა საგადასახადო ორგანო საგადასახადო შემოწმების აქტს  თავისი შეხედულებებით მოამზადებს, კომპანიამ ჯერ აღნიშნული დოკუმენტის (შემოწმების აქტის) ხარვეზებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და დაამტკიცოს, რომ ასეთი ხარვეზები არსებობს. მხოლოდ ამის შემდეგ  უნდა წარმოადგინოს საკუთარი დოკუმენტაციაც.

ზემოთ ხსენებული, აქტის ხარვეზიანობის მტკიცების პროცესი, როგორც წესი, უკვე საგადასახადო დავის მიმდინარეობისას ხდება (ანუ როცა დამატებითი გადასახადები და სანქციები უკვე დარიცხულია), ამ საკითხში კომპანიის მიერ საგადასახადო დავის მოგება კი, მისი სუბიექტური ხასიათიდან გამომდინარე, არც ისე მარტივია. სირთულის მიზეზი ისაა, რომ ხშირად საკითხი დავის განმხილველი ორგანოდან უკან უბრუნდება აუდიტის დეპარტამენტს, სადაც ისევ სუბიექტური განხილვა მიმდინარეობს. მტკიცების ტვირთი გადასახადის გადამხდელზეა, რომელსაც  სიმართლის მტკიცება გაცილებით ურთულდება დავის პროცესში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაცია კომპანიის მიერ ყოველწლიურად მომზადდეს და მალევე წარდგენილ იქნას საგადასახადო ორგანოსთვის, მოთხოვნის შემთხვევაში.

ასევე, სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მომზადება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგადასახადო მიზნებისთვის, არამედ გაშლილი ხელის პრინციპის გამოყენების მტკიცებულების არსებობა ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნებისთვისაც აუცილებელია. ასეთ მტკიცებულებად ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაცია გამოიყენება.

სატრანსფერო ფასწარმოქმნის საკითხებში სპეციალიზებული ქართული კომპანია, „თიფი სოლუშენი“

საქართველოში არ მოიძებნება ბევრი ადგილობრივი კომპანია (რომელიც საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არ ოპერირებს), რომელიც სპეციალიზებულია „ტრანსფერ პრაისინგის“ საკითხებში. კიდევ უფრო იშვიათია ისეთი ქართული კომპანია,  რომელიც ,,ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის შედგენის სერვისს საკუთარი ძალებით, აუთსორსზე გატანის გარეშე სთავაზობს ქართულ და უცხოურ ბიზნესს.

ასეთ საკონსულტაციო ფირმებს შორისაა შპს „თიფი სოლუშენი” (TPsolution) რომლის სახელწოდებაც სწორედ ,,ტრანსფერ პრაისინგს“ უკავშირდება (Transfer Pricing Solution).

კომპანიის დამფუძნებელია გელა ბარშოვი, ,,ტრანსფერ პრაისინგში“ და საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებში სპეციალიზებული საგადასახადო კონსულტანტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდა საგადასახადო ორგანოში. ასევე, მას ,,ტრანსფერ პრაისინგის“ სფეროში განათლება და მუშაობის გამოცდილება 2018-2019 წლებში ავსტრიასა და გერმანიაში აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ გელა ყოველთვის პირადად არის ჩართული „თიფი სოლუშენის“ ყველა ტრანსფერ პრაისინგის პროექტში.

კომპანია ასევე ფლობს ყველა ტექნიკურ რესურსს (მათ შორის მონაცემთა ბაზებზე  წვდომას) რაც სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადებისთვისაა საჭირო.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე: www.tpsolution.ge

 შეჯამება-საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების (ტრანსფერ პრაისინგის) დოკუმენტაციის მომზადება

„ტრანსფერ პრაისინგი“- ეს არის ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ნაწილი, რომელიც  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მსგავს პრინციპებს ეფუძნება. ზემოთ აღწერილია „სატრანსფერო ფასწარმოქმნის“ დოკუმენტაციის მომზადების საჭიროება, რომლითაც დადასტურდება კომპანიის მიერ კონტროლირებულ ოპერაციებში საბაზრო ფასის გამოყენება. ასეთი დოკუმენტაციის მომზადება, სპეციალურ ცოდნას და ყველა ნაბიჯზე სუბიექტურ განსჯას/სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს.

ეს საკითხი საკმაოდ ახალია საქართველოსთვის და ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ბევრი საგადასახადო კონსულტანტი, რომელიც სპეციალიზებულია ამ მიმართულებაში.

“ტრანსფერ პრაისინგში“ სპეციალიზებული, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი საკონსულტაციო ფირმაა „თიფი სოლუშენი“, რომელიც ქართულ და უცხოურ კომპანიებს სთავაზობს ,,ტრანსფერ პრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადების სერვისს მაღალი კვალიფიკაციით და კონკურენტულ ფასად, სრულიად შიდა ძალებით.

„თიფი სოლუშენის“ განსხვავებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ის ადგილობრივი კომპანიაა, რომელიც ევროპაში მიღებულ განათლებასა და გამოცდილებას საქართველოში იყენებს იმისთვის, რომ „ტრანსფერ პრაისინგის“ საერთაშორისო პროექტი ქართული და უცხოური კომპანიებისთვის შეასრულოს შიდა, ქართული ძალებით, უფრო მაღალი ხარისხით და საკმაოდ კონკურენტულ ფასად.

„თიფი სოლუშენთან“ დაკავშირება შესაძლებელია ელ. ფოსტაზე: info@tpsolution.ge ან მითითებული საკონტაქტო ფორმის შევსებით: www.tpsolution.ge

 

შენიშვნა: სტატია მომზადებულია „ფორბს საქართველოს“ მიერ. სტატიაში მოყვანილი საკანონმდებლო და პროცედურული ნორმების აღწერა კი ეფუძნება გელა ბარშოვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *