ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები

ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები

Companies Market Cap-დან მიღებული მონაცემებით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული კომპანიებიდან, მხოლოდ ექვსი კომპანიის საბაზრო მოცულობა აღემატება ტრილიონ დოლარიან ნიშნულს. ეს კომპანიებია: Apple, Microsoft, Alphabet (Google), Saudi Aramco, Amazon და Facebook.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ექვსი კომპანიიდან. მხოლოდ ორის, Apple-ისა და Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაცია აღემატება 2 ტრილიონ აშშ დოლარს და შესაბამისად, $2.474 ტრილიონსა და $2.289 ტრილიონს უტოლდება. Apple არის პირველი ტექნო-გიგანტი, მის სფეროში მოღვაწე კონკურენტებს შორის, რომლის საბაზრო მოცულობამაც 2018 წელს ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2021 წელს ტრილიონ დოლარიანი საბაზრო მოცულობის კომპანიების კლუბს Facebook-ი ($1.024 ტრილიონი) შეემატა. Facebook-ი სულ რაღაც 17 წელია რაც არსებობს და ყველაზე ახალგაზრდა კომპანიაა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. გარდა ამისა, კლუბის გამორჩეული ფიგურაა სახელწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის გიგანტი Saudi Amarco, რომელიც ექვს კომპანიას შორის ერთადერთი არა-ამერიკული ორგანიზაციაა. Saudi Amarco-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $1.852 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

Companies Market Cap-ის მიხედვით, ასევე ექვსი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც ნახევარ მილიარდ დოლარიან საბაზრო კაპიტალიზაციას სცდება. Facebook-ის შემდეგ სიის რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება: Tesla, Berkshire Hathaway, TSMC, Tencent, NVIDIA, Visa.  რთული სათქმელია თუ ამ ექვსეულიდან პირველი რომელი მოახერხებს ტრილიონიანი ნიშნულის გარღვევას, თუმცა აღსანიშნავია, რომ Tesla-ს გარშემო ანალიტიკოსების შეფასებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი ნაწილი, ათწლეულის განმავლობაში ელექტრო მანქანების მწარმოებელი გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას $3 ტრილიონამდეც კი ვარაუდობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *