ტრიო: კომფორტი, უსაფრთხოება, მრავალფეროვნება

ტრიო: კომფორტი, უსაფრთხოება, მრავალფეროვნება
$35 მილიონის საინვესტიციო ღირებულების „ლისი ტრიო“ შალვა ლიპარტელიანის სამარკო პროექტია, ხედვით – მაქსიმალური კომფორტი ერთ სივრცეში. Forbes-ი პროექტის დეტალებთან დაკავშირებით სასაუბროდ კომპანიის დამფუძნებელს პროექტის სამშენებლო მოედანზე შეხვდა.

საზღვარგარეთ რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ შალვა ლიპარტელიანს მშობლიური უბანი თბილისში რადიკალურად შეცვლილი დახვდა – საირმის გორაზე მდებარე მისი სახლი საცხოვრებელი კორპუსებით იყო გარშემორტყმული. სწავლის დასრულების შემდეგ გადასხვაფერებულ უბანში დაბრუნებულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, საკუთარ მიწაზე განსხვავებული და სამშენებლო ბაზარზე იმ დროისთვის არსებულ სტანდარტზე მაღალი ხარისხის დეველოპერული პროექტი განეხორციელებინა.

ასე სპონტანურად მოხვდა 2016 წელს შალვა ლიპარტელიანი სამშენებლო ბიზნესში. შვიდი წლის შემდეგ კი მისი პორტფოლიო მრავალ განსხვავებული კონცეფციის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აერთიანებს. მრავალფეროვნების მიღმა კი ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება დგას — ყველა საცხოვრებელი უნდა აშენდეს ისე, რომ მასში ცხოვრება სასურველი იყოს ყველასთვის, ვინც პროექტის დაგეგმვასა და მშენებლობაში მონაწილეობდა.

ამ ამოცანის შესრულება თავიდან მარტივი სულაც არ ჩანდა. შალვა ლიპარტელიანი იხსენებს, რომ 2016 წელს უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ კიდევ შეინიშნებოდა მხოლოდ მაღალი მოგების მიღებაზე ორიენტირებული მიდგომები, როდესაც ბაზრის მოთამაშეების ნაწილი კვლავ მოტივირებული იყო დაბალი დანახარჯებით მაღალი მოგების მიღებაზე. ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ ბაზარზე არსებულ სურათს ახლებური დაპირებით უპასუხა — პრემიუმ-კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც პოტენციურ მოსახლეთა მოლოდინსაც გადააჭარბებდა.

ბაზრის დეტალური შესწავლის შემდეგ, შალვა ლიპარტელიანისთვის აშკარა გახდა, რომ სამშენებლო კომპანიები მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობდნენ, ამასთან, ბაზრის ზოგიერთი მოთამაშე დაპირებულ ხარისხსა და პროექტის შესრულების დაგეგმილ ვადებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. სწორედ ამით აიხსნება გადაწყვეტილება, კომპანიას საკუთარი, და არა მხოლოდ საკუთარი პროექტები, თავად აეშენებინა. შალვა ლიპარტელიანმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ბაზრის წამყვანი კომპანიებიდან პროფესიონალი მშენებლები და არქიტექტორები მოეზიდა.

ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვა. 2017 წელს კომპანიამ საოპერაციო საქმიანობაც დაიწყო და მალევე პირველი საცხოვრებელი პროექტი დაასრულა. საირმის გორაზე 8,500 კვ/მ-მდე ფართის საცხოვრებელ სახლს მალევე ოქროყანის ამბიციური პროექტი მოჰყვა.

ოქროყანაში „GreenLife“-ის $3,5-მლნ-იანი აპარტოტელი შალვა ლიპარტელიანისთვის საეტაპო პროექტად იქცა. რთული კონსტრუქციული ამოცანების გადაჭრის შემდეგ, პროექტის მშენებლობა მალევე დასრულდა. 76-ნომრიანი აპარტოტელი პანორამული აუზით, რესტორნითა და რეკრეაციული სივრცით ინვესტორებისა და მომავალი მობინადრეებისთვის მიმზიდველ საინვესტიციო პროექტად მალევე იქცა, რაც პროექტის გაყიდვების ტემპზე პოზიტიურად აისახა.

თუმცა შალვა ლიპარტელიანს ამჯერად უფრო ვრცელი გეგმები აქვს. მისი კომპანია ახალ დეველოპერულ პროექტს, „ლისი ტრიოს“, დედაქალში აშენებს. დეველოპერის მიზანი ამბიციურია, პროექტი არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ქალაქის სამარკო საცხოვრებელი კომპლექსი უნდა გახდეს.

მიმდინარე პროექტზე სასაუბროდ ჩვენს რესპონდენტს ამაშუკელის ქუჩაზე, სამშენებლო მოედანთან შევხვდით. ლისის ქედზე შალვა ლიპარტელიანი პრემიუმ-კლასის მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექს „ლისი ტრიოს“ მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობს.

„ლისი ტრიო“ „ლისი თაუერსის“ მორიგი პროექტია, რომელსაც გუნდი მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით აშენებს. კომპანია მომავალ მობინადრეებს ჰპირდება, რომ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილ, ჰარმონიულ, ჯანსაღ და უსაფრთხო დეველოპერულ პროექტს 2027 წლის გაზაფხულზე ჩააბარებს.

„სამი 15-სართულიანი ბლოკისგან შემდგარ კომპლექსს მიწისქვეშა პარკინგი ექნება, ორი სართული დაეთმობა კომერციულ ფართებს. რამდენიმე სართული საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო ზედა ათ სართულზე საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული“.

მაქსიმალური კომფორტი ერთ სივრცეში — ეს არის ხედვა, რომელსაც, რესპონდენტის თქმით, მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია დაეფუძნა.

„ლისი ტრიოს“ საერთო ფართობი 60 000 კვ/მ იქნება. პროექტი ათ სართულზე საცხოვრებელი ბინების, 200-ზე მეტი მიწისქვეშა საპარკინგე ადგილის, სავაჭრო-გასართობი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.

საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობებზე საუბრისას, შალვა ლიპარტელიანი პირველ რიგში ყურადღებას პროექტის მდებარეობაზე ამახვილებს. „ლისი ტრიო“ ქალაქის ცენტრის სიახლოვესაა, და ამავე დროს ჯანსაღი, გამწვანებული ლოკაციაა. რესპონდენტი გვიყვება, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დამატებით კომფორტსა და ჰარმონიას ქალაქის პანორამული ხედები ქმნის.

ადგილმდებარეობაზე არანაკლები მნიშვნელობისაა კომპანიისთვის მშენებლობის ხარისხი და პროექტის ტექნიკური დეტალები. „ჩვენი გუნდის დიდი სურვილია, ჩვენც ამ პროექტის მოსახლეები გავხდეთ. ჩათვალეთ, რომ ჩვენივე საცხოვრებელს ვაშენებთ“, – გვიზიარებს შალვა ლიპარტელიანი და ამბობს, რომ სწორედ ამ მიდგომით აშენებს „ლისი ტრიოს“.

მშენებლობის ხარისხზე საუბრისას რესპონდენტი წინასამშენებლო სამუშაოებისა და კვლევების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. კომპანია რამდენიმე თვე მუშაობდა, რათა დარწმუნებულიყო სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიურ მდგრადობაში და შერჩეული მიწის ნაკვეთი საუკეთესო კონფიგურაციით აეთვისებინა.

რესპონდენტი გვიყვება, რომ „ლისი ტრიოს“ პროექტი წამყვანი გეოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად შეიმუშავეს. ხოლო პროექტის მშენებლობაში ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეები არიან ჩართული, რაც შესაძლებელს ხდის, პროექტი მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით იქნას აშენებული და პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ისეთი ეკომეგობრული მიდგომები, როგორიცაა ხმის და თბოიზოლაცია, ენერგოეფექტიანობა და ეფექტიანი ინსოლაცია, რათა მზის სხივებმა საცხოვრებელ სივრცეებში თანაბრად შეაღწიოს.

კომფორტული საცხოვრებელი გარემოს აღწერისას, შალვა ლიპარტელიანი იმ სერვისებსაც ჩამოთვლის, რომლებიც კომპლექსის მობინადრეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი მორგებული იქნება ყველა ტიპის მცხოვრებზე, იქნება ეს ინდივიდი თუ დიდი ოჯახი.

შალვა ლიპარტელიანი დიდი ენთუზიაზმითა და დაწვრილებით გვიზიარებს ინფორმაციას ყველა იმ სერვისზე, რომლებიც „ლისი ტრიოს“ ბინადრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მომავალ მცხოვრებთა კომფორტით უზრუნველყოფას განაპირობებს.

„ლისი ტრიოს“ მულტიფუნქციურობა ისეთ დამატებით სერვისებში გამოიხატება, როგორიცაა ძიძისა და აღმზრდელის სერვისი, მებაღის, დაცვის, კონსიერჟის, საცხოვრებელი ბინების დალაგებისა თუ სხვა ისეთი მომსახურება, რომელიც მობინადრეთა დროის დაზოგვასა და კომფორტული ცხოვრების ხელშეწყობაზეა მიმართული.

რესპონდენტი ასევე გვიზიარებს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად იზრუნეს. პროექტი სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემებით. შენობაში წარმოდგენილი იქნება სახანძრო უსაფრთხოების უახლესი სისტემები, თავად მცხოვრებთა უსაფრთხოებაზე კი 24-საათიანი დაცვის სერვისი იქნება პასუხისმგებელი.

ინტერვიუ სამუშაო ოთახში ჩავწერეთ, საიდანაც ხედი ხმაურიან სამშენებლო მოედანზე გადიოდა. $35-მილიონიანი საინვესტიციო პროექტი, რომლის ფინანსური პარტნიორიც საქართველოს ბანკია, აქტიური ტემპებით შენდება — „ლისი ტრიოს“ მშენებლობაზე 250- მდე ადამიანია დასაქმებული. მცხოვრებთა კომფორტზე კი მოგვიანებით 50-მდე ადამიანი იზრუნებს.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, ყველა მცხოვრები შეძლებს ისარგებლოს ველობილიკებით, სპორტული დარბაზით, აუზით და სამი სახეობის სპა-ცენტრის მომსახურებით“.

შალვა ლიპარტელიანი კმაყოფილია გაყიდვების ტემპითაც. მულტიფუნქციურ პრემიუმ-კატეგორიის საცხოვრებელ კომპლექსში გაყიდვების პირველი ეტაპი პოზიტიური ტენდენციით გამოირჩევა. ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ პოტენციურ მობინადრეებს მაღალი ხარისხის საცხოვრებელთან ერთად „ლისი ტრიოს“ მიერ შეთავაზებული დამატებითი სერვისებიც მოიზიდავს.

„მიმაჩნია, რომ მომხმარებლებს ზუსტად იმ ხარისხს ვთავაზობთ, რაც მათ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს ღირსეულ კონკურენციას ვუწევთ“, — ამბობს შალვა ლიპარტელიანი და ამატებს, რომ „ლისი ტრიო“ იქნება ბრენდის პორტფელში ის პროექტი, რომელიც ქართულ დეველოპმენტში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. სწორედ ამ სამარკო პროექტზე გეგმავს ბრენდის კაპიტალიზაციას ჩვენი რესპონდენტი.

„ლისი ტრიოს“ მშენებლობის პარალელურად, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ნუცუბიძის ქუჩასა და მოსკოვის გამზირზე, სადაც შალვა ლიპარტელიანის კომპანია ახალ საცხოვრებელ უბანს, „ტრიო ისტ საიდს“ აშენებს.

„ლისი ტრიოს“ წარმატება მნიშვნელოვანი წინაპირობაა შალვა ლიპარტელიანის მომავალი ბიზნესგეგმებისთვისაც. „ტრიო ნაფეტვრები“ და „ტრიო კვარიათი“ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებია, რომლებიც კომპანიის პორტფელში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

Comments are closed.