ბოლო დროს Apple-ის არაერთი წამყვანი თანამშრომელი სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა გადაიბირეს, რის გამოც კალიფორნიულ მწარმოებელს რადიკალური ზომების მიღება მოუხდა. კომპანია საკუთარ წამყვან ინჟინრებს Apple-ის აქციებისაგან შემდგარ $50 ათასიდან $180 ათასამდე მოცულობის საბონუსე პაკეტებს სთავაზობს, რითაც მათ კომპანიაში დარჩენის მოტივაციას უჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ სილიკონ-ველის კომპანიებს შორის საუკეთესო ტალანტების გადაბირების სურვილი მუდმივად არსებობდა, ბოლო თვეებში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა Apple-სა და Meta-ს შორის – კომპანიებმა საკუთარი კონკურენტის ასობით თანამშრომელი გადაიბირეს. როგორც ჩანს, გაფართოებული და ვირტუალური რეალობის, ასევე ჭკვიანი საათების ინდუსტრიას სწორედ ეს ორი კომპანია ჩაუდგება სათავეში, რაც ტალანტების გადასვლა-გადმოსვლის შემთხვევებს კიდევ უფრო გაახშირებს.
დატოვე კომენტარი