რა ქმნის წარმატებას? – ამ კითხვაზე ალბათ ყველანი სხვადასხვანაირად ვუპასუხებთ, რადგან ადამიანები განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, მიზნები და ცნებათა აღქმაც ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც რწმენაა, რომელსაც მივყავართ დასახულ მიზნებამდე. ის, რისიც გვჯერა, ხშირად ჩვენი წარმატების ფორმულაც ხდება.
ძმებ ჯეიმს და ჯონ ჩივასებს, რომლებიც მე-19 საუკუნის შოტლანდიაში ხელოვნების პიონერებად გვევლინებიან, წარმატების თავისებური აღქმა და რწმენა ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ: success is a blend, ანუ წარმატება კუპაჟშია, რომელიც მათი ცხოვრების დევიზიც იყო და შემდგომი წარმატებების მიღწევაშიც სწორედ ეს მიდგომა დაეხმარათ.
მოდი, ცოტა გავშალოთ ეს ფრაზა და კარგად გავიგოთ, რისი თქმა სურს მას ჩვენთვის.
კაცობრიობის ისტორიას მრავლად ახსოვს საინტერესო კოლაბორაციები, სხვადასხვა ნაზავით შექმნილი დიადი პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და თავისი როლი აქვს სამყაროში, ამ უნიკალურობების ერთმანეთთან შერწყმითა და ძალების გაერთიანებით, უამრავი დიდი შედეგის მიღებაა შესაძლებელი. სამყაროში ყველაფერი, რაღაცნაირად, ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ერთ ადამიანსა და ერთ იდეასაც შეუძლია, იყოს წარმატებული, მაგრამ გუნდური მუშაობა და ერთმანეთისთვის იდეების, სწრაფვების გაზიარება ხშირად ჩვენი წარმატების მთავარი საზომი ხდება. ის, რისი გაკეთებაც მარტოს არ გამოგვდის, შეიძლება გამოგვივიდეს სხვა ადამიანებთან კოლაბორაციით, მათთან თანამშრომლობით, მათი ძალების ჩვენთან გაერთიანებით. არსებობს ასეთი გამოთქმა great minds think alike, რაც იმას ნიშნავს, რომ დიადი „ტვინები” ერთნაირად ფიქრობენ. ამ მიდგომით, უამრავი საინტერესო პროექტი შექმნილა სამყაროში, უამრავი გამარჯვება გვინახავს და უამრავ ადამიანს უპოვია ძალა, რომ შეექმნა რაღაც ღირებული. ის, რომ თითოეული ჩვენგანი ინდივიდია და თავისი იდენტობა გააჩნია, კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიხატება, როცა სხვა იდენტობასთან გვიწევს შერწყმა, ჩვენი მათზე, მათი კი ჩვენზე მორგება, ბოლოს კი მნიშვნელოვანი საქმის ერთად განხორციელება.
ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ალბათ ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევის მთავარი იარაღი დიდი ფინანსებია, თუმცა თუ ისევ ძმებ ჩივასებსა და მათ დევიზს გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს მთლად ასე არაა და ხშირად ფინანსების მოპოვების მთავარი საშუალებაც, სწორედ საჭირო ადამიანებთან საჭირო დროს გაზიარებული მოვლენებია.
შერეული ადამიანები, შერეული ინგრედიენტები, შერეული კომპონენტები ხშირად ქმნის განსხვავებულ და ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც შემდეგ გვიყვარდება, რომელსაც ჩვენთვის განსხვავებული ვიზუალი, გემო, ეფექტი და სურნელი აქვს. შედეგად კი ვიღებთ წარმატებებს, რომლებიც ხელს უწყობს მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებას, ეპოქისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების ფორმირებასა და სხვადასხვა დარგის სწორ და ფუნდამენტურ განვითარებას. მრავალფეროვნება, სიტყვა, რომელიც ასე მოგვწონს და ხშირად ვიყენებთ, სწორედ ნაზავებისა და კომბინაციების გზით მიიღწევა, მრავალფეროვნება გვქმნის ჩვენ, ჩვენს საქმეებს და შემდეგ უკვე ისტორიაში ჩასაწერ მოვლენებს.
ზემოთ ნახსენები ძმები ჩივასები ცნობილი შოტლანდიური ვისკის ბრენდის – Chivas Regal-ის დამფუძნებლები არიან, რომელიც უკვე ორი საუკუნის წინანდელია. ძმების მიერ ჩამოყალიბებული კონცეფცია, რომ კუპაჟი ქმნის წარმატებას, მომდევნო თაობებსაც გადაეცა და ბრენდი აწარმოებს შერეული ვისკის ძვირფას სახეობებს, რომლებიც ცნობილი და მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში.
იმ დროიდან მოყოლებული, კომპანია მუდმივად უსვამს ხაზს ნაზავთა, ერთობლიობათა უპირატესობებს და გვეუბნება, რომ როგორც ცხოვრებაში, ისე ვისკიში, შერეული უკეთესია, რომ შერევის ხელოვნებას შეუძლია შექმნას საუკეთესო პროდუქტი, იქნება ეს ვისკი, ადამიანური ურთიერთობები თუ ნებისმიერი სხვა რამ. Chivas, გარდა იმისა, რომ ქმნის შერეულ პროდუქტს, მუდმივად პარტნიორობს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ პიროვნებებთან და ამით კიდევ ეხმიანება გაერთიანებული ძალებისა და ნაზავების სიკეთეებს. მისი წარმატების ფორმულა ერთიანობასა და კომბინაციებშია და ამას ბრენდი საიდუმლოდ არ ინახავს, არამედ ნათლად უსვამს ხაზს და სხვებსაც უზიარებს თავის გამოცდილებას – წარმატება კუპაჟშია, შეურიეთ ერთმანეთს განსხვავებული მასალები, შეუერთდით განსხვავებულ ადამიანებს, დაამატეთ თქვენს იდეას სიახლე და იყავით წარმატებული.
დატოვე კომენტარი