წელს საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა („სდპ“) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორულმა კომპანიებმა უკვე მეორედ გაიარეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ხარისხის კონტროლი.
მთლიანობაში SARAS-ის მიერ ხარისხის მიმოხილვის ამ მეორე ეტაპის შემდეგ „სდპ“-აუდიტორთა რაოდენობა შემცირდა – აქამდე ამ კატეგორიაში 13 ფირმა იყო, შემოწმების შემდეგ კი კატეგორია შეინარჩუნა 12-მა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა 12 აუდიტორული ფირმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ზომის „საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა“ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება. ესენია: PwC, EY, DELOITTE, KPMG, Grant Thornton, BDO, RSM, Baker Tilly, Moore, Nexia, Consaud, აუდიტ-პროფესიონალი.”
დატოვე კომენტარი