ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციები მიმდინარე წელს შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. ამას Wedbush-ის ანალიტიკოსი დენიელ ივსი პროგნოზირებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ჯერ კიდევ დიდი სივრცეა დარჩენილი და Tesla-ს ეს ინდუსტრია სრულად არ უკავია.
„ვფიქრობ, საკმაოდ დიდია ოკეანე ერთზე მეტი ნავისთვის. ეს მხოლოდ Tesla-ს მსოფლიო არ არის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, ელექტრომობილების ინდუსტრია მომდევნო ათი წლის განმავლობაში $5 ტრილიონამდე გაიზარდოს. 2020 წლისთვის ეს ბაზარი $250 მილიარდად იყო შეფასებული.
ანალიტიკოსმა ასევე Tesla-ს მიერ ბიტკოინებში ინვესტირებაზეც გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ ეს არ არის ცუდი ნაბიჯი.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გონივრული, სტრატეგიული სვლა იყო Tesla-ს მხრიდან“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში ამერიკული კორპორაციების 3-5% ბიტკოინის ან სხვა კრიპტოვალუტის მფლობელი იქნება.
დატოვე კომენტარი