წელს თურქეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

წელს თურქეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში თურქეთში მხოლოდ 41 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.82%-ით ნაკლებია. ინფორმაციას თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს.  როგორც წესი, მაისში, თურქეთში რუსი ტურისტების ნაკადი მკვეთრად იზრდება. უწყების ინფორმაციით, მაგალითად, 2015 წელს ქვეყანაში 501 ათასზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, ხოლო 2014 წელს – 695 ათასი. რუსეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებამ და ჩარტერული რეისების გაუქმებამ ტურისტული მიმოსვლის თითქმის სრული პარალიზება გამოიწვია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქეთში მხოლოდ 138 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა,

ზოგადად, თურქეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა თითქმის ყველა ქვეყნიდან შემცირდა. წელს ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთში კოსოვოდან, ლიტვადან, ალბანეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან ჩავიდა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *