„ცენტრალ პარკ თაუერსი“ - ინოვაციური საინვესტიციო პროექტი თბილისში

„ცენტრალ პარკ თაუერსი“ - ინოვაციური საინვესტიციო პროექტი თბილისში

$300-მლნ-იანი პროექტი თბილისის ცენტრში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, რომელიც 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს 6-სართულიანი პოდიუმით გააერთიანებს – ეს კომპანია „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკის“ ერთობლივი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც მოგებიანობის გათვალისწინებით უძრავი ქონების სექტორში ანალოგი არ გააჩნია.

კომპლექსი 1 400-ნომრიან „ჰოტელ ჰაბს“ მოიაზრებს, სადაც 25 5*-იანი სასტუმრო იქნება განთავსებული, მათ შორის – 150-ნომრიანი „რედისონ ბლუ“. მულტიფუნქციურ სივრცეში 25 ათას კვ/მ-ზე ავტომატიზებული საპარკინგე ზონა მოეწყობა, 4,500 კვ/მ დაეთმობა კაზინოს, რითაც ის საქართველოში ყველაზე დიდი იქნება. 10 ათას კვ/მ-ზე მოეწყობა საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების სავაჭრო ცენტრი.

ამავე კომპლექსში იქნება რეგიონში ყველაზე დიდი, სიმაღლეში 12-მეტრიანი ჭერისა და და არცერთი სვეტის მქონე „ივენთ ჰოლი“,  რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის სრულად ლედ-ეკრანებით იქნება აღჭურვილი. ეს სივრცე უმასპინძლებს როგორც საქმიან, ისე სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს, სიმფონიური ორკესტრის კონცერტსაც კი. „ივენთ ჰოლში“ ყოველწლიურად მინიმუმ 50 საერთაშორისო დონის ღონისძიება გაიმართება.

კომპლექსში 1 500 კვ/მ-ზე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი სპა- და ველნესცენტრი პრემიუმ-კლასის დახურული აუზით და გამაჯანსაღებელი ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.

„ცენტრალ პარკ თაუერსი“ თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ექსკლუზიურად სთავაზობს სივრცეს, სადაც თავმოყრილი იქნება „ფაინ დაინინგის“ შვიდი სხვადასხვა სამზარეულოს პრემიუმ-რესტორანი, ერთ-ერთი თაუერის ბოლო სართულზე კი განთავსდება „მიშლენის ვარსკვლავის“ მფლობელი რესტორანი. პროექტი მოიცავს პრემიუმ-კლასის საოფისე სივრცესაც, რომელიც 500 მომხმარებელზე იქნება გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ ყველა მიმართულებას ხელმძღვანელობენ მსოფლიოს გამოცდილი კომპანიები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, თურქეთი, ლიეტუვა და სხვა.

კითხვაზე, რატომ გაჩნდა დედაქალაქში ამ მასშტაბისა და ღირებულების პროექტის განხორცილების იდეა, „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ მთავარი ტურიზმის მიმართულებით მომდევნო წლებში არსებული პროგნოზებია, რომლებიც ზრდის ტენდენციას აჩვენებს. მეორე მხრივ, კომპანიაში ამბობენ, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად მნიშვნელოვანია ქვეყანაში 5-ვარსკვლავიანი, პრემიუმ-სეგმენტზე გათვლილი ინფრასტრუქტურის შექმნა.

„საქართველოში ტურიზმის განვითარების ტემპი საკმაოდ მაღალია და ამას ცხადყოფს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, თუ 2010 წელს ტურისტების რაოდენობა 3 მლნ იყო, დღეისთვის ყოველწლიურად გაზრდილია 9-მლნ-მდე, რაც საქართველოს ზომის ქვეყნისთვის მართლაც რომ შთამბეჭდავია. პროგნოზები ზრდის ტემპის შენარჩუნების მხრივ პოზიტიურია, ამიტომაც ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება ძირითადი პრიორიტეტია და სასტუმრო ბიზნესი, მიმზიდველთან ერთად, სტრატეგიული მიმართულებაა. ამის გათვალისწინებით გაჩნდა ინოვაციური საინვესტიციო პროდუქტის, მაღალი კლასის „ჰოტელ ჰაბის“ შექმნის იდეა, რომელიც ერთ კომპლექსში, 25 5*-იან სასტუმროსთან ერთად, მოიაზრებს მაღალი კლასის ინფრასტრუქტურისა და სერვისის შექმნას, რომლის ანალოგი არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ არსებობს. ამ ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად“, – აცხადებს „ფორბს ჯორჯიასთან“ საუბრისას კვერღელიძე.

25 5*-იან სასტუმროსთან ერთად მულტიფუნქციური ცენტრის ბოლო სართულზე იგეგმება საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული პენტჰაუსების მოწყობა, რომელთა შესახებ „ორბი ჯგუფში“ დაწვრილებით გვიყვებიან.

„ცენტრალ პარკ თაუერსის“ იმ შენობის ბოლო სართულზე, სადაც „რედისონ ბლუ“ იქნება წარმოდგენილი, მოეწყობა საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ოთხი პენტჰაუსი, სადაც კვ/მ-ის ღირებულება $20 000იქნება. პენტჰაუსი თაუერის ბოლო – 41 სართულზე განთავსება, საკუთარი ეზო-ვერანდით, საიდანაც ქალაქზე 360-გრადუსიანი ხედები იშლება. ჭერის სიმაღლე 6 მეტრია, აქვს კერძო პარკინგი, „რედისონ ბლუს“ პერსონალური მომსახურება, 24-საათიანი რეცეფციითა და რუმ-სერვისით. პენტჰაუზის დიზაინზე მსოფლიოში წამყვანი დიზაინერები მუშაობენ. პენტჰაუსი მყიდველს ჩაჰბარდება სრულად გარემონტებული, ავეჯით, ტექნიკით, თანამედროვე სმარტ-სისტემებით აღჭურვილი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი მწარმოებელი კომპანიის უმაღლესი ხარისხის მასალები. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, რომ კომპლექსში, სადაც პენტჰაუსია განთავსებული, 300-მილიონიანი ინფრასტრუქტურაა.

მასშტაბურობასთან ერთად, პროექტი სრულიად ინოვაციური და განსხვავებული კონცეფციის მატარებელია უძრავი ქონების სექტორში. შთამბეჭდავია მოგებიანობის ის მაჩვენებელიც, რაც პროექტის მესვეურებმა ინოვაციური „ჰოტელ ჰაბის“ კონცეფციის პირობებში წარმოადგინეს.

„როდესაც ინვესტორი უძრავ ქონებაში ახორციელებს ინვესტიციას, ყურადღება ექცევა ორ ძირითად პარამეტრს: 1) რა ყოველწლიური შემოსავალი აქვს აღნიშნულ უძრავ ქონებას და 2) როგორ იზრდება ამ უძრავი ქონების ღირებულება მომავალში.

„ჰოტელ ჰაბი“, სტანდარტული სასტუმრო ბიზნესისგან განსხვავებით, მომხმარებელს ინოვაციურ, ბევრად უფრო მოგებიან და სამართავად მარტივ საინვესტიციო პროდუქტს სთავაზობს. პროექტის ამ ეტაპზე გვაქვს უნიკალური შეთავაზება, რაც გულისხმობს, რომ ინვესტორს შეუძლია 18-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება ავეჯით, ტექნიკით, ყველა საჭირო სმარტ-სისტემებით და ტექნოლოგიებით, შეიძინოს $1,8 მლნ-ად და ყოველწლიურად მიიღოს $400 000. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სასტუმროს ღირებულება მშენებლობის დასრულებისთვის, Colliers-ის შეფასებით, $3,9 იქნება.

პროექტზე კვლევები და გათვლები სწორედ Colliers-მა, უძრავი ქონების მიმართულებით მსოფლიოში წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ გააკეთა, რომელიც ოფისებს 65 ქვეყანაში ფლობს. მოგეხსენებათ, მათი მიდგომები ყოველთვის კონსერვატიულია და ამ მიდგომებითაც კი სასტუმროს ექნება 60%-იანი დატვირთულობა, საშუალო ნომრის ღირებულება კი $164 იქნება. ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 18-ნომრიანი სასტუმროს ყოველწლიური მოგება, როგორც აღვნიშნე, გამოთვალეს $400 000, რაც ნიშნავს 22,3%-იან ამონაგებს წლიურად და ინვესტიციის ამოღების შესაძლებლობას 4,5 წელიწადში. ჩვენი კომპანიის მოლოდინით კი ინვესტორს ექნება წლიური $600 000-მდე ამონაგები, რაც ჩადებული თანხის 3 წელიწადში ამოღებას ნიშნავს“, – აცხადებს „ბლოქის“ გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი.

პროექტის პრეზენტაციის დეტალურად გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ როგორც ონლაინ, ისე საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ დაკრედიტების მოქნილი პირობებით. სესხის დამტკიცება და გაცემა 3 სამუშაო დღეში ხდება, ხოლო მსესხებელს არ მოეთხოვება შემოსავლების დადასტურება და რაიმე სახის უზრუნველყოფის ქონების წარდგენა ბანკისთვის. მყიდველს შეუძლია, 2 სახის ბიზნესსესხით ისარგებლოს: 1) 10-წლიანი კრედიტით, სადაც ინვესტორის პირველადი შენატანი 30%-ია. მისი პირველი 2 წელიწადი საშეღავათო პერიოდია და მას მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდა მოუწევს, ხოლო სესხის ძირისა და პროცენტის გადახდა ამ ვადის გასვლის შემდეგ დაიწყება, რა დროსაც უკვე სასტუმრო ფუქცნიორებისთვის მზად იქნება. რაც მნიშვნელოვანია, რადგან სასტუმროს შემოსავლების ნაწილი უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას და 2) 3-წლიანი კრედიტით, სადაც პირველადი შენატანი 10%-ია და დანარჩენი თანხის გადანაწილება ხდება 36 თვეზე“, – განმარტავს კვერღელიძე.

მოგებიანობასთან ერთად პროდუქტი უნიკალურია სიმარტივის თვალსაზრისითაც. შემსრულებელ კომპანიებში ამბობენ, რომ როგორც 18-, ისე 100-ნომრიანი სასტუმროს მართვა მხოლოდ ორი ადამიანითაც შესაძლებელია.

„ყველა სერვისი და მიმართულება, რაც სჭირდება სასტუმროს ოპერირებას, ორგანიზებულია წამყვანი ოპერატორების მიერ. ინვესტორს რჩება მხოლოდ გაყიდვებისა და ადმინისტრირების დაორგანიზება, რაც ორი ადამიანითაც შესაძლებელია. ამას გარდა, ინვესტორების განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, გვაქვს დამატებით 2 მართვის შესაძლებლობა, ა) როდესაც სრულად შეგვიძლია ავიღოთ სასტუმროს მენეჯმენტი მოგების 10%-ის სანაცვლოდ და ბ) როდესაც ინვესტორს ვთავაზობთ გარანტირებულ 7%-იან ამონაგებს ყოველწლიურად, რაც ნიშნავს, რომ ეს გარანტია პირველი კლასის ბანკის მიერ საბანკო გარანტიით იქნება გამყარებული.

ამას გარდა, საგადასახადო კუთხითაც ლიბერალური ქვეყანა ვართ. ინვესტორს, ვიდრე ის არ დაიბრუნებს საკუთარ ინვესტიციას, საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევს“, – ამბობს ჯანაშვილი.

„ცენტრალ პარკ თაუერსის“ სამშენებლო სამუშაოები ტერიტორიაზე 12 თვეა, მიმდინარეობს და, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ორივე თაუერსთან მიმართებით ფუნდამენტთან დაკავშირებული საკითხები უკვე დასრულებულია, უახლოეს პერიოდში კი მონოლითური მშენებლობა დაიწყება. მშენებლობას საერთაშორისო წამყვანი საპროექტო და სამშენებლო კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სინგაპურში, დუბაიში, აბუ-დაბისა და კატარში მსგავსი მასშტაბის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

პროექტის მიმდინარეობას და ხარისხის კონტროლს ზედამხედველობს უწევს ევროპული კომპანია, რომელსაც ასევე ბევრი მსოფლიო დონის მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. რაც შეეხება მშენებლობისთვის გამოყენებულ მასალას, კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა მასალა 5*-იან სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

„ორბი ჯგუფისა“ და „ბლოქის“ ერთობლივი პროექტი 20 თვეში, 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. S

 

საკონტაქტო ინფორმაცია: www.cpt.ge

+995 322 200 – 700 / +995 591 451 – 451